მთავარისიახლეებისამართალიემზარ კვიციანის საქმეზე ზუგდიდის რაიონულმა სასამრთლომ საქმის წარმოების განახლება შეაჩერა

ემზარ კვიციანის საქმეზე ზუგდიდის რაიონულმა სასამრთლომ საქმის წარმოების განახლება შეაჩერა [Video]

Published on

მოსამართლე ირაკლი აბშილავამ არ დააკმაყოფილა ემზარ კვიციანის ადვოკატის შუამდგომლობა, საქმეში ახლადაღმოჩენილი გარემოებების გამო ქონებრივი და არაქონებრივი საკუთრების დაბრუნების მიზნით საქმის წარმოება განეახლებინა. ასევე კვიციანის ადვოკატმა მოითხოვა სასამართლოს 2018 წლის ივნისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. საუბარია 2006-2007 წლების საქმეზე, როცა ადვოკატ ნუკი შალამბერიძის თქმით, სახელმწიფომ კვიციანისა და მისი ახლობლების ქონება უკანონოდ მიითვისა. ადვოკატის თქმით, ემზარ კვიციანის გარდა, ქონების დაბრუნებას კიდევ 7 პირი ითხოვს. მოსამართლის მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება ადვოკატის თქმით არაკანონიერია. რასაც არ ეთანხმება საქართველოს გენერალური პროკურატურა.ემზარ კვიციანი ამბობს, რომ რეპრესიები გრძელდება, ბიძინა ივანიშვილი მას კუთვნილ ქონებას აღარ უბრუნებს, რასაც დღევანდელი სასამართლო გადაწყვეტილებით ხსნის.

ემზარ კვიციანს პროკურატურა  2007 წელს კოდორის ხეობის დაუმროჩილებლობას, სახელმწიფოს წინააღმდეგ ამბოხებასა და შეიარაღებული დაჯგუფების შექმნაში ადანაშაულებდა. 2014 წელს სასამართლომ კვიციანი გაათავისუფლა. ამჟამად ის იმ ქონების დაბრუნებას ითხოვს, რაც 2007 წელს ჩამოერთვა.

სიახლეები

სამოქალაქო ატივისტი თათია მექვაბიშვილი პარლამენტთან დააკავეს

თათია მექვაბიშვილი პარლამენტთან დააკავეს - სამოქალაქო ატივისტი, რომელსაც სასამართლომ დღეს ტროტუარზე დგომის გამო 2...

ახალი ნარკოტიკები, ზედოზირება, სიკვდილიანობა – სპეციალისტების შემაშფოთებელი პროგნოზი

ქვეყანაში ნარკოვითარებასთან დაკავშირებული შეშფოთება იზრდება. ნარკოლოგები აცხადებენ, რომ საქართველოში იზრდება როგორც ნარკომომხმარებელთა რაოდენობა, ისე...

მოქალაქეებმა დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების დასახმარებლად პეტიცია შექმნეს

მოქალაქეებმა დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების დასახმარებლად პეტიცია შექმნეს: "ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ვაცხადებთ, რომ სრულად ვაცნობიერებთ...

ლევან ხაბეიშვილის საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება

"ეს საქმე სრული აბსურდია, პოლიტიკოსის საჯარო განცხადების გამო დაკავება, დიქტატურისთვისაც კი ახალი და გასაოცარი...