მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდის მშენებარე ტაძრის ეზოში მიმდინარე ტრაპეზს ლევან ვასაძე შეუერთდა

ზუგდიდის მშენებარე ტაძრის ეზოში მიმდინარე ტრაპეზს ლევან ვასაძე შეუერთდა [Video]

Published on

ზუგდიდის მშენებარე ტაძრის ეზოში მიმდინარე 1500 – კაციან ტრაპეზს ლევან ვასაძე შეუერთდა.

შეგახსენებთ ტრაპეზის პარალელურად ტაძრის ეზოში გროვდება ხელმოწერები სამღვდელოებისა და მრევლის პეტიციაზე, რომელიც ერთი თვის ვადაში წარედგინება საქართველოს ხელისუფლებას – პეტიციის ავტორები და ხელმომწერები მოითხოვენ ხელისუფლებისგან აღკვეთოს ლგბტ თემის უფლებების დაცვის საბაბით მიმდინარე პროპაგანდისტული საქმიანობა და ქვეყანას თავიდან ააცილოს მორალური საფრთხეები, რასაც სოდომისა და გომორის ცოდვით შეპყრობილნი უქმნიან საზოგადოებას, მართლმადიდებელ მრევლს, ქვეყნის მორალურ პოსტულატებს

ლევან ვასაძე გაესაუბრა ადამიანებს პეტიციაზე ხელმოწერის პროცესში და სულიერი სიმტკიცისა და ,,დასავლურ ცოდვებთან” შეურიგებლობისაკენ მოუწოდა მათ .

როგორც პეტიციის საინიციატივო ჯგუფის წევრები განმარტავენ, ხელმოწერების შეგროვება ზუგდიდიდან დაიწყო და პარალელურად წარიმართება საქართველოს სხვა ეპარქიებშიც.

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...