მთავარისიახლეებიკონფლიქტებითბილისი და სოხუმი გალის შეხვედრების მორიგი რაუნდის შესახებ

თბილისი და სოხუმი გალის შეხვედრების მორიგი რაუნდის შესახებ

Published on

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 39-ე შეხვედრას გაიმართა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული  ინფორმაციით,  შეხვედრაზე კიდევ ერთხელ განიხილეს მიმდინარე წლის 19 მაისს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხი და საოკუპაციო ძალების მხრიდან  მკვლელობაში ბრალდებული  რაშიდ კანჯი-ოღლის დაკავება და ცენტრალური ხელისუფლებისთვის გადმოცემა მოითხოვეს.შეხვედრაზე საუბარი შეეხო 2012 წელს ოკუპირებული გალის რაიონში გაუჩინარებული საქართველოს მოქალაქის ზაზა წულუკიას საკითხს, რომელთან  დაკავშირებითაც, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა მონაწილეებს, მათ შორის საერთაშორისო მედიატორებს, დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე კვლავ დააყენეს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ციხეში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქე გიორგი ლუკავას საკითხი და მოითხოვეს მისი უმოკლეს ვადაში გათავისუფლება.
შეხევდრაზე საუბარი ასევე შეეხო ოკუპაციის ხაზს მიღმა დაფიქსირებულ ყველა იმ ინციდენტს, რომელსაც ადგილი ჰქონდა წინა შეხვედრიდან დღემდე.
 
გალის შეხვედრების მორიგი რაუნდის შედეგებზე განცხადებას  ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროც ავრცელებს.   განცხადებაში ნათქვამია, რომ შეხვედრაზე გაგრძელდა  საზღვრისპირა ზოლში მომხდარ ინცინდენტებთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, მათ შორის მოქალაქე გიგა ოთხოზორიას მკვლელობა 19 მაისს სოფელ ხურჩაში, გალის რაიონული საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავით სიგუას გატაცება 2007 წლის თებერვალში, აფხაზეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურის, პოდპოლკოვნიკ ედუარდ ემინზადეს  მკვლელობა 2008 წლის ოქტომბერში, ვალმერ ბუთბას ა და თამაზ კვეკვესკირის მკვლელობა  2011 წლის დეკემბერში,  გალის რაიონის სოფელ რეფის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დიმიტრი კაციას მკვლელობა 2010 წელს. შეხედრამ კონსტრუქციულ ვიტარებაში ცაიარა – ნათქვამია აფხაზური მხარის განცხადებაში.
 
მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა  19 ოქტომბერს გაიმართება/

სიახლეები

2025 წელს საქართველო 31 ათასზე მეტმა ახალგაზრდამ და 11 ათასზე მეტმა ბავშვმა დატოვა – საქსტატი

საქართველოდან ახალგაზრდების ემიგრაციის მასშტაბი კვლავ მაღალია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წელს ქვეყანა 20-დან...

ვახო სანაიას Facebook-ზე დაწერილი სტატუსის გამო 30 დღით პატიმრობა შეუფარდეს

Facebook-ზე დაწერილი სტატუსის გამო, ჟურნალიტ ვახო სანაიას 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე...

ღარიბაშვილის ბოიკოტი -ის სასამართლო პროცესს არ ესწრება

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაყვანაზე უარი თქვა და 19 ოქტომბერს...

ტრამპი ცდილობს, უკრაინა აიძულოს, რუსეთის წინაშე კაპიტულაცია გამოაცხადოს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცდილობს, უკრაინა რუსეთის წინაშე კაპიტულაციაზე...