Facebook-ზე დაწერილი სტატუსის გამო, ჟურნალიტ ვახო სანაიას 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა გამოაცხადა, რითაც შინაგან საქმეთა სამინისტროს შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
ჟურნალისტი პროცესზე არ მისულა, უარი თქვა ადვოკატის აყვანაზეც.
ცნობილ ტელეწამყვანს შსს “ქართული ოცნების” ლიდერების, შალვა პაპუაშვილისა და ლადო ბოჟაძის შეურაცხყოფას ედავებოდა.
აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტი ერთხელ უკვე იყო 14-დღიან პატიმრობაში – მაშინ ის ციხეში მოსამართლე ზვიად ცეკვავამ გაუშვა.
პოსტები, რაც დღეს განიხილეს, იყო განხილვის საგანი სასამართლოში, სწორედ დაპატიმრებამდე წუთებით ადრე და გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთშია დაწერილი.