მთავარისიახლეებისაზოგადოებაღარიბაშვილის ბოიკოტი -ის სასამართლო პროცესს არ ესწრება

ღარიბაშვილის ბოიკოტი -ის სასამართლო პროცესს არ ესწრება

Published on

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაყვანაზე უარი თქვა და 19 ოქტომბერს დანიშნულ წინასასამართლო სხდომას არ ესწრება.

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე ე.წ. „ჯარის ძარცვის“ საქმეს უკავშირდება. მას ბრალდება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მისცა, რომლის ჩვენების თანახმად, მან ბიზნესმენისგან მიღებული 1.5 მილიონი ლარიდან 750 000 ლარი რამდენიმე ეტაპად ნაღდი ფულით ირაკლი ღარიბაშვილს გადასცა.

ახალი ბრალდება 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. თუმცა, 2026 წლის იანვარში გაფორმებული საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, ღარიბაშვილმა ხუთწლიანი პატიმრობა უნდა მოიხადოს.

ღარიბაშვილის სასამართლო პროცესამდე ორი დღით ადრე „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოსა და საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილმა ყოფილი თანაგუნდელების პატიმრობაში ყოფნის გამო წუხილი გამოთქვა.

ბოლო პერიოდში ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ რამდენიმე განცხადება გაავრცელა და ისაუბრა „მისი და მისი ოჯახის განადგურების ბინძურ გეგმაზე“.

სიახლეები

ვახო სანაიას Facebook-ზე დაწერილი სტატუსის გამო 30 დღით პატიმრობა შეუფარდეს

Facebook-ზე დაწერილი სტატუსის გამო, ჟურნალიტ ვახო სანაიას 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე...

ტრამპი ცდილობს, უკრაინა აიძულოს, რუსეთის წინაშე კაპიტულაცია გამოაცხადოს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცდილობს, უკრაინა რუსეთის წინაშე კაპიტულაციაზე...

ემანუელ მაკრონი მოსახლეობას მიმართავს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო აქციებისა და არეულობის შემდეგ მოსახლეობას მიმართავს. პრეზიდენტის...

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...