მთავარისიახლეებიკონფლიქტებიგალის ყოფილი გამგებელი რუსლან ქიშმარია თბილისის კლინიკაშია მოთავსებული. მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ...

გალის ყოფილი გამგებელი რუსლან ქიშმარია თბილისის კლინიკაშია მოთავსებული. მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება

Published on

Front News-ის ინფორმაციით, გალის რაიონის ყოფილი დე ფაქტო გამგებელი  და აფხაზეთის ე.წ წინა მოწვევის პარლამენტის წევრი რუსლან ქიშმარია  უმძიმეს მდგომარეობ აში გადმოიყვანეს გალიდან თბილისში,  „ნიუ ჰოსპიტალში“ , სადაც სასწრაფო ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა და ამჟამად რეანიმაციის განყოფილებაშია მოთავსებული. მისი მდგომარეობა შეეფარდება გადატანილ ოპერაციას და შედარებით სტაბილურია. 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი არც უარყოფს და არც ადასტურებს ამ ინფორმაციას ისევე, როგორც მაისში გავრცელებულ ცნობას თბილისში დე-ფაქტო აფხაზეთის ექსპრეზიდენტის ალექსანდრე ანქვაბის მკურნალობის შესახებ. მისი თქმით,  ადამიანების პერსონალური  ინფორმაციიისგამჟღავნება  დაუშვებელი და ამავდროულად კანონის დარღვევას წარმოადგენს.“ეს არის მათი უფლება და ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ყველას, თუ გვინდა რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა პატივს სცემდეს და ენდობოდეს საქართველოს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მათი მდგომარეობა კიდევ არ დავამძიმოთ ინფორმაციის გავრცელებით”, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა. 

ამგვარი პოზიციის მიზანშეწონილობას მოწმობს ის ფაქტიც, რომ ალექსანდრე ანქვაბი  ქართულ და აფხაზურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ იძულებული გახდა კატეგორიულად უარეყო თბილისში თავისი მკურნალობის ფაქტი. კერძოდ, როგორც წინა კვირას ,,ოდიში ნიუსი''  აფხაზურ მედიაზე დაყრდნობით იუწყებოდა , რუსი ჟურნალისტის მიერ მისთვის მოსკოვში დასმული კითხვის პასუხად კითხვაზე , მან განაცხადა, რომ    ინფორმაცია არათუ მისი თბილისში მკურნალობის,  არამედ საერთოდ ოპერაციის შესახებ სრული  მონაჭორია:   

,,აფახაზური და ქართული საგაზეთო სატყუარის ამბავი მე მოკოვურ რესტორანში, ჩემი ძველი მეგობრის დაბადების დღის აღსანიშნავ სუფრაზე გავიგე, როცა მშვენიერ წითელ ღვინოს მივირთმევდი ახლობელთა წრეში.  ცოტა მეწყინა კიდეც, არ იქნებოდა ცუდი,  მეტი ეზრუნათ ჩემს ჯანმრთელობაზე და რაღა თბილისში, ჟენევაში ან კლივლენდში ,,გავემწესებინეთ''  .

რაც შეეხება რუსლან ქიშმარიას, შესაძლოა ამ ფაქტის დადასტურება ანქვაბის შესახებ ინფორმაციის გახმაურებისა და მისი შედეგების შესახებ კიდევ უფრო გაჭირდეს. მიუხედავად იმისა, რომ  თბილისში მკურნალობა საქართველოს ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ პირობებში აფხაზებისთვის საუკეთეო შანსია , ღიად ლაპარაკი იმაზე, რომ აფხაზური პოლიტიკური ელიტის ყოფილი და ამჟამინდელი წარმომადგენლები  თავს მოსკოვზე მეტად თბილისს ანდობენ, არაპოპულარულია. სხვათა შორის, აფხაზეთში ბევრი ჩუმად დრტვინავს, რომ თავის დროზე ასე უნდა მოქცეულიყო სერგეი ბაღაფშიც, რომელიც მოსკოვში, ფრიად საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა.  ის უბრალოდ მოიშორა მოსკოვმა, რადგან ბოლო პერიოდში იგი მოსკოვისთვის რაღაც- რარაცებბში წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდა. თბილისი ამას არავითარ შემთხვევაში არ გააკეთებდა – ამბობენ აფხაზები.

სიახლეები

ქეთა ციცქიშვილი თავისუფალია

ქეთა ციცქიშვილი თავისუფალია - ჟურნალისტმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი ცოტა ხნის წინ დატოვა. "ფორმულას" ჟურნალიტს საპატიმროსთან...

ზვიად ცეცხლაძემ მამამ იზოლატორში შიმშილობა დაიწყო – “დაფიონი”

სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურაბ ცეცხლაძე წინასწარი მოთავსების იზოლატორში შიმშილობა დაიწყო - ამის...

ყოფილი პრემიერმინისტრის სანახაობრივი დაცემა, რომელსაც ბინაში $6.5 მლნ-ის ქონას ედავებიან-BBC

ბრიტანული გამოცემა BBC ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ სტატიას ამ სათაურით აქვეყნებს - "საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის...

ზვიად კვარაცხელიას სასამართლომ 3-დღიანი პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გამომცემლობა "ინტელექტის" მთავარი რედაქტორი, ზვიად კვარაცხელია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 3-დღიან...