მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ნაციონალური მოძრაობის ბოიკოტი - "რესპუბლიკელები" ე.წ. გერმანული მოდელის კენჭისყრაზე გატანის აზრს ვერ...

“ნაციონალური მოძრაობის ბოიკოტი – “რესპუბლიკელები” ე.წ. გერმანული მოდელის კენჭისყრაზე გატანის აზრს ვერ ხედავენ

Published on

რესპუბლიკელების განცხადებით, ე.წ. გერმანული მოდელის კენჭისყრაზე გატანას ამ ეტაპზე აზრი არ აქვს, რადგან ნაციონალური მოძრაობა ბოიკოტის რეჟიმში იმყოფება.მათი შეფასებით, ასეთ ვითარებაში კანონპროექტი ვერ მიიღებს საკმარის მხარდაჭერას. რესპუბლიკელების თქმით, ეს საკითხი არ არის დღის წესრიგიდან მოხსნილი და არ გამორიცხავენ, რომ მას კენჭი უყარონ.„კანონპროექტი, რომ მივიღოთ ამას სჭირდება 76 ხმა, თუ არ იქნება ნაციონალური მოძრაობა სრული შემადგენლობით არ იქნება,  ვერ იქნება მიღებული, მაშინ რა აზრი აქვს კენჭისყრაზე დაყენებას. დღის წესრიგში ეს საკითხი არის, შესაბამისად, თუ იქნებიან მხარდამჭერი პარლამენტის წევრები, ბუნებრივია, ჩვენ მოვითხოვთ, რომ საკითხი იქნეს განხილულიც და კენჭიც ეყაროს,“- განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.ცვლილებები, მანდატების პროპორციული წესით გადანაწილებას ითვალისწინებს. ე.წ გერმანულ მოდელს ქართული ოცნება მხარს არ უჭერს.

სიახლეები

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების საფრთხის რეჟიმი გამოაცხადეს

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების საფრთხის რეჟიმი აამოქმედეს. ცნობა მარიონეტული რეჟიმის ე.წ. თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა და მოსახლეობას...

პროკურატურამ ბრალი წარუდგინა ემინ ალიევს, რომელმაც ფატიმა კარიმოვა თბილისში, ნაქირავებ ბინაში გაგუდა

საქართველოს პროკურატურამ აზერბაიჯანის მოქალაქე ემინ ალიევს, რომელმაც ასევე აზერბაიჯანის მოქალაქე ფატიმა კარიმოვა თბილისში, ნაქირავებ...

უცხო ქვეყნის 54 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 54 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტს...