მთავარისიახლეებისაზოგადოებაგორის რაიონის სოფელ რეხში მტაცებელს ეძებენ

გორის რაიონის სოფელ რეხში მტაცებელს ეძებენ

Published on

 

 

წუხელ, 21:00 საათიდან დღეს დილის 09:00 საათამდე მტაცებლის შესახებ 112-ზე 30 შეტყობინება შევიდა. ყველა შემთხვევაში ადგილზე გავიდნენ შესაბამისი სამსახურები, თუმცა  თუმცა არც ერთი შეტყობინება არ დადასტურდა.

დღეს 11 საათზე შემოსული ზარის თანახმად, გორის რაიონის  სოფელ ზემო რეხში ადგილობრივებმა მტაცებელი შენიშნეს.  თვითმხილველები –  შუახნის ქალი და მამაკაცი ამბობენ,  მას  მაშინ მოჰკრეს თვალი, დაინახეს, როცა საძოვარზე გაშვებულ საქონელს უახლოვდებოდა, თუმცა დანამდვილებით ვერ ამბობენ, რომ ეს ვეფხვი იყო. საქონელი დაფრთხა. სოფლის გამგებლის თქმით, თვითმხილველთა მიერ მინიშნებულ ადგილზე  დიდი ზომის მტაცებლის ნაფეხურებიც შეინიშნება.

სხვა ვერსიით, ცხოველი საძოვარზე კი არა ქალმა  შენიშნა საკუთარ ეზოში, სადაც  შინაური პირუტყვი ჰყავდა დაბმული. ცხოველმა პომიდვრების ნარგავში გაიარა და ნაკვალევი დატოვა, რადგან წუხელ გორში წვიმდა და მიწა სველია.

ცხოველი სხვა მამაკაცმაც შენიშნა, რომელიც ირწმუნება, რომ ეს ლომი იყო. 

ამ დროისთვის ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმი და სხვა შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები არიან გასულნი და მტაცებელს ეძებენ

 

სიახლეები

საქართველოში რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო შეიქმნა

საქართველოში რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო შეიქმნა - ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული "სპუტნიკი" ავრცელებს და წერს, რომ...

„ფიქტიურად იყვნენ დასაქმებულები“. -კობახიძის აღიარება

ირაკლი კობახიძე აღიარებს, რომ სოციალურად დაუცველთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამა რეალურად ფორმალური და ფიქტიური იყო....

ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე, ელისო კილაძის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო

ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზე, თაღლითობისა და „ფულის გათეთრების" ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტის, ელისო კილაძის საქმე...

26 მაისს სომხეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩავა

26 მაისს სომხეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩავა - სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს...