მთავარისიახლეებიმსოფლიომონტენეგროს მაგალითი ნათელი გზავნილია საქართველოსთვის, რომ ნატოს ღია კარის პოლიტიკა გრძელდება

მონტენეგროს მაგალითი ნათელი გზავნილია საქართველოსთვის, რომ ნატოს ღია კარის პოლიტიკა გრძელდება

Published on

სოფიაშია ევროპის საბჭოს 126-ე მინისტერიალი  მიმდინარეობს – ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი უნდა  მოაწერონ  პროტოკოლს  ნატოში მონტენეგროს გაწევრიანების შესახებ.

მინისტერიალზე იმყოფება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, მან სიტყვით მიმართა   მინისტერიალის მონაწილეებს და სიტყვით მიმართა და დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებთან ერთად საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ რთულ ვითარებაზეც ისაუბრა. მან  ყურადღება გაამახვილა კონფლიქტის მოგვარების საკითხებში ევროპის საბჭოს მთავარი ღირებულებების – ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე, დემოკრატიასა და სამართლის უზენაესობაზე.

მინისტერიალის ფარგლებში, მიხეილ ჯანელიძე კოლეგა მინისტრებსაც შეხვდა, ესაუბრა  აგრეთვე  ნატოს გენერალურმა მდივანსა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს ნატოში. მათ   აღნიშნეს, რომ   მონტენეგროს მაგალითი ნათელი გზავნილია სამი ასპირანტი ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, რომ ნატოს ღია კარის პოლიტიკა გრძელდება.

"საქართველო შავი ზღვის აუზის ქვეყანაა და ჩვენ ვაფასებთ მასთან პარტნიორობას. მამ შემოიტანა სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის პერსპექტივა განხილვის მაგიდასთან, საბჭო აფასებს ასეთ ურთიერთობას. მთავარი გზავნილი, რაც საქართველოს შეუძლია მომდევნო დღეების განმავლობაში მიიღოს, არის შემდეგი – თუ არსებობს ეჭვები ნატოს გაფართოებასა და ღია კარის პოლიტიკაზე, ჩვენ  ყველაზე მკაფიოდ ფორმით ვაცხადებთ, რომ კარი ღია რჩება იმ ქვეყნებისთვის, ვინც საქართველოს მსგავსად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ერთ დღესაც შეუერთდეს ალიანსს,“ – აღნიშნა აშშ-ის ელჩმა ნატოში დუგლას ლუტმა.

 

სიახლეები

რუსეთში აფხაზ სტუდენტებს რუსულ ჯარში გაწვევა ემუქრებათ

რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე აფხაზი სტუდენტები, რომლებსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ, მოულოდნელად რუსეთის არმიაში გაწვევის...

პენიტენციური უარყოფს, რომ ციხეში ახლა უკვე მეორე ძმა ფეიქრიშვილსაც სცემეს

ძმებ ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ დავითის შემდეგ, დღეს ციხის საკანში მისი მეორე შვილი, გიორგი...

წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილის ცხედარი იპოვეს

ოკუპირებული აფხაზეთის დაბა წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, კარიერნაიას ქუჩაზე, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილი ბიჭის ცხედარი აღმოაჩინეს. 24...

„ამ ინტერვიუს აუცილებლად უნდა უყუროთ“ – აიან შარიფბაიევი ზელენსკის 

ყაზახი ჟურნალისტი და პოლიტიკური მიმომხილველი: "თქვენ აუცილებლად უნდა ნახოთ ზელენსკის ეს ინტერვიუ სტივენ ბარტლეტთან. კამერის წინ...