მთავარისიახლეებიმსოფლიოუახლესი ამბები ყარაბაღიდან - კონფლიქტის ორივე მხარე წინააღმდეგობრივ ცნობებს ავრცელებს

უახლესი ამბები ყარაბაღიდან – კონფლიქტის ორივე მხარე წინააღმდეგობრივ ცნობებს ავრცელებს

Published on

აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის ცნობით,   შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ტელეფონით ესაუბრა. საუბრის ძირითადი თემა იყო სომხური და აზერბაიჯანული მხარეების დათანხმება მოლაპარაკების გაგრძელებაზე მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ხაზის გასწვრივ დაწყებული ძალადობის შესაჩერებლად .

შეერთებული შტატები ითხოვს დიალოგი ეუთოს მინსკის ჯგუფის მოლაპარაკებათა ფორმატში გაგრძელდეს.

 „ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი წუხილი ძალადობის ესკალაციის გამო. საბოლოოდ, ამ ორი ქვეყნის – სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერებზეა დამოკიდებული მონახონ პოლიტიკური ნება მშვიდობის და ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად და მშვიდობის შესანარჩუნებლად მიმდინარე კონფლიქტში. ჩვენ, ჩვენი მხრიდან, როგორც მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები, გავაგრძელებთ ძალისხმევას, რათა ორივე მხარე დაუბრუნდეს მოლაპარაკების პროცესს,“ – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მარკ ტონერმა. 

ამასობაში მთიანი ყარაბაღის ცალკეულ რაიონებში  ვითარება სულ უფრო იძაბება –   ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ცნობით წუხელ, მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიური სროლები გრძელდებოდა, თუმცა  აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით ტერტერის რაიონში ღამით სროლები შეწყვეტილი იყო. 

ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა გასცა ბრძანება, რომ თუ სომხური მხარე აზერბაიჯანულ სოფლებზე იერიშებს არ შეწყვეტს, სარაკეტო-საარტილერიო იერიში სტეფანაკერტზე განხორციელდება. საპასუხო იერიშით იმუქრება ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროც.

ვითარების დეესკალაციის მიზნით, ეუთოს მხრიდან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას მოითხოხს სომხეთის პრეზიდენტი. სერჟ სარქსიანის თქმით, დაპირისპირების შეწყვეტის შემდეგ, უნდა გამოიძიონ, ვინ დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, გუშინ, აზერბაიჯანული უპილოტო თვითმფრინავის მიერ განხორიცელებული იერიშის დროს 7 სომეხი მოხალისე დაიღუპა.

ამასთან, სომხური მედია იტყობინება, რომ აზერბაიჯანული არმიის ერთ-ერთი ჭურვი ჟურნალისტებით სავსე ავტობუსთან აფეთქდა, თუმცა მედიის წარმომადგენლები არ დაშავებულან. 

 

სიახლეები

რუსეთში აფხაზ სტუდენტებს რუსულ ჯარში გაწვევა ემუქრებათ

რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე აფხაზი სტუდენტები, რომლებსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ, მოულოდნელად რუსეთის არმიაში გაწვევის...

პენიტენციური უარყოფს, რომ ციხეში ახლა უკვე მეორე ძმა ფეიქრიშვილსაც სცემეს

ძმებ ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ დავითის შემდეგ, დღეს ციხის საკანში მისი მეორე შვილი, გიორგი...

წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილის ცხედარი იპოვეს

ოკუპირებული აფხაზეთის დაბა წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, კარიერნაიას ქუჩაზე, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილი ბიჭის ცხედარი აღმოაჩინეს. 24...

„ამ ინტერვიუს აუცილებლად უნდა უყუროთ“ – აიან შარიფბაიევი ზელენსკის 

ყაზახი ჟურნალისტი და პოლიტიკური მიმომხილველი: "თქვენ აუცილებლად უნდა ნახოთ ზელენსკის ეს ინტერვიუ სტივენ ბარტლეტთან. კამერის წინ...