მთავარისიახლეებიმსოფლიოდღეს გამთენიისას მთიანი ყარაბაღში ინტენსიური შეტაკებები განახლდა

დღეს გამთენიისას მთიანი ყარაბაღში ინტენსიური შეტაკებები განახლდა

Published on

მთიან ყარაბაღში ვითარება ამ დრომდე დაძაბულია. დღეს დილის 6 საათიდან მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანის კონტროლირებადი ტერიტორიაზე ინტენსიური შეტაკებები განახლდა.  აზერბაიჯანი და სომხეთი ცეცხლის შეწყვეტის ზავის დარღვევაში კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებენ. არაღიარებული რესპუბლიკის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ მათი პოზიციების მიმართულებით აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს. ადგილობრივები კი ცეცხლის გახსნაში სომეხ ჯარისკაცებს ადანაშაულებენ. პოლიციას კონტროლი გამკაცრებული აქვს და, ფაქტობრივად, მედიის წარმომადგენელებს ადგილზე მუშაობის უფლებას არ აძლევენ, ამიტომ ცნობები დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ წინააღმდეგობრივია და დაზუსტება ჭირს.

ოფიციალური ბაქო ადასტურებს, რომ გასული 24 საათის განმავლობაში ფრონტის ხაზზე 3 ჯარისკაცი დაკარგა. სომხური მხარე კი ირწმუნება, რომ მსხვერპლი აზერბაიჯანის მხარეს გაცილებით დიდია და ის 21-ს აღწევს. ამის მტკიცებულებად ერევანი უპილოტო საფრენი აპარატის მიერ გადაღებულ ვიდეო მასალას ავრცელებს.ერთ-ერთი აზერბაიჯანული ტელეარხის ეთერში კი, კონფლიქტის ზონაში დრონის ჩამოგდების კადრები უჩვენეს. ბაქოში აცხადებენ, რომ აპარატი სომხეთს ეკუთვნოდა. 

ამასობაში კი გაერო მთიან ყარაბაღში ბოლო ორი დღის მანძილზე  მიმდინარე  საბრძოლო მოქმედებების შედეგების  მონაცემებს აქვეყნებს. ორგანიზაციის ცნობით, დაპირისპირებას  33 ადამიანი, მათ შორის 3 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, 200-ზე მეტი კი დაშავდა.

სიახლეები

რუსეთში აფხაზ სტუდენტებს რუსულ ჯარში გაწვევა ემუქრებათ

რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე აფხაზი სტუდენტები, რომლებსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ, მოულოდნელად რუსეთის არმიაში გაწვევის...

პენიტენციური უარყოფს, რომ ციხეში ახლა უკვე მეორე ძმა ფეიქრიშვილსაც სცემეს

ძმებ ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ დავითის შემდეგ, დღეს ციხის საკანში მისი მეორე შვილი, გიორგი...

წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილის ცხედარი იპოვეს

ოკუპირებული აფხაზეთის დაბა წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, კარიერნაიას ქუჩაზე, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილი ბიჭის ცხედარი აღმოაჩინეს. 24...

„ამ ინტერვიუს აუცილებლად უნდა უყუროთ“ – აიან შარიფბაიევი ზელენსკის 

ყაზახი ჟურნალისტი და პოლიტიკური მიმომხილველი: "თქვენ აუცილებლად უნდა ნახოთ ზელენსკის ეს ინტერვიუ სტივენ ბარტლეტთან. კამერის წინ...