მთავარისიახლეებიმსოფლიოაფეთქება პენჯაბში – დაღუპულთა შორის ქალები და ბავშვები ჭარბობენ

აფეთქება პენჯაბში – დაღუპულთა შორის ქალები და ბავშვები ჭარბობენ

Published on

ალჯაზირას  ინფორმაციით დღეს საღამოს აფეთქება მოხდა პაკისტანში, პროვინცია პენჯაბის  დედაქალაქ ლაჰორში . დაღუპულია 53 ადამიანი ( ზოგიერთი ცნობით – 59) , დაშავებულთა რიცხვი კი 100-ს  ჭარბობს. ექიმები შიშობენ, რომ დაღუპულთა რიცხვი შეიძლება გაიზარდოს.  

გავრცელებული ინფორმაციით, თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა. თუმცა მომხდარზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არცერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია. 

აფეთქება მოხდა ქალაქის პარკში, ცენტრალურ შესასვლელთან მდებარე  ბავშვთა სათამაშო მოედნის სიახლოვეს, სადაც იმ წუთისთვის 200 – მდე ადამიანი, ძირითადად ბავშვები და ქალები იმყოფდებოდნენ. შესაბამისად, აფეთქებას უპირატესად სწორედ ისინი ემსხვერპლნენ. 

ალჯაზირას ცნობით, ახლახან ტერორისტული აფეთქება მოხდა ქალაქ პეშევარშიც, ავტობუსის გაჩერებაზე , რის შედეგადაც დაიღუპა 15, დაშავდა 30 ადამიანი. 

სიახლეები

რუსეთში აფხაზ სტუდენტებს რუსულ ჯარში გაწვევა ემუქრებათ

რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე აფხაზი სტუდენტები, რომლებსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ, მოულოდნელად რუსეთის არმიაში გაწვევის...

პენიტენციური უარყოფს, რომ ციხეში ახლა უკვე მეორე ძმა ფეიქრიშვილსაც სცემეს

ძმებ ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ დავითის შემდეგ, დღეს ციხის საკანში მისი მეორე შვილი, გიორგი...

წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილის ცხედარი იპოვეს

ოკუპირებული აფხაზეთის დაბა წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, კარიერნაიას ქუჩაზე, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილი ბიჭის ცხედარი აღმოაჩინეს. 24...

„ამ ინტერვიუს აუცილებლად უნდა უყუროთ“ – აიან შარიფბაიევი ზელენსკის 

ყაზახი ჟურნალისტი და პოლიტიკური მიმომხილველი: "თქვენ აუცილებლად უნდა ნახოთ ზელენსკის ეს ინტერვიუ სტივენ ბარტლეტთან. კამერის წინ...