ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დაბალი ზონის სოფლებში გუშინ მოვარდნილმა ქარმა მოსახლეობას თხილის პლანტაცია გაუნადგურა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მსგავსი ქარი წლებია არ ყოფილა სოფლებში. განადგურებულია როგორც თხილის მოსავალი, ასევე სხვა სახეობის ნარგავებიც. ადგილობრივების განცხადებით, მოსავლის დაახლოებით 80% გუშინ მოვარდნილმა ქარმა გაანადგურა. დაზარალებული მოსახლეობა დახმარებას ადგილობრივი ხელისუფლებისგან ითხოვს, კერძოდ, ისინი ითხოვენ, შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც თითოეულ ოჯახში ზარალს დაითვლის, ხოლო ზარალის ანაზღაურება ადგილობრივი ხელისუფლებისგან მოხდეს. ამ მიზნით მათ დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინ აქცია გამართეს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსის ლერი დოჩიას განცხადებით, შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც ზარალს შეისწავლის. მოსახლეობის განცხადებით, მათ მოსავალი სადაზღვევო კომპანიებში – ირაოსა და აისი ჯგუფში ჰქონდათ დაზღვეული. მათი თქმით, კონტრაქტის საფუძველზე აღნიშნულმა კომპანიებმა ზარალის ანაზღაურება უნდა მოახდინონ. სადაზღვევო კომპანია აისი ჯგუფში ამბობენ, რომ მომხდართან დაკავშირებით კომპანიის მონიტორინგის ჯგუფი მოკვლევას იწყებს და ზარალის შეფასება ადგილზე მოხდება. მოსახლეობის განცხადებით, წელს თხილის განსაკუთრებულ მოსავალს ელოდებოდნენ, მათი თქმით, აქაური მაცხოვრებლების ძირითადი საარსებო წყარო სწორედ თხილის რეალიცაზიიდან მიღებული შემოსავალია. ამჟამად, დაზარალებულები ადგილობრივი ხელისუფლებისა და სადაზღვევო კომპანიის იმედად არიან.
ქარმა ზუგდიდის სოფლებში თხილის მოსავალი გაანადგურა (VIDEO)
სიახლეები
პოლიტიკა
ნუ ცდიან ჩვენს ძალას, ვინც ეს სცადა, თავი რკინის მუშტით გაუტყდა – ილჰამ ალიევი
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, უშიშროების საბჭოს სხდომაზე უმკაცრესი განცხადება გააკეთა ნახიჩევანის ინცინდენტის შესახებ, არმიას...
საზოგადოება
ირანი მათი მხრიდან ნახიჩევანზე დრონებით თავდასხმას არ ადასტურებს
ირანის ხელისუფლებაში აზერბაიჯანის ნახიჩევანის აეროპორტზე თავდასხმაზე კომენტარი გაკეთდა - ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე...
საზოგადოება
“საქართველოს მთავრობა ნამდვილად არ მიდის სწორი გზით” – კალასი
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი "ქართული ოცნების" მიერ მიღებულ...
საზოგადოება
ნახიჩევანზე დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა
ნახიჩევანზე დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა - როგორც აზერბაიჯანული მედია APA...