მთავარისიახლეებიპოლიტიკაცვლილებები აფხაზეთის მთავრობაში - ვახტანგ ყოლბაია თანამდებობას ტოვებს, მას რუსლან აბაშიძე შეცვლის

ცვლილებები აფხაზეთის მთავრობაში – ვახტანგ ყოლბაია თანამდებობას ტოვებს, მას რუსლან აბაშიძე შეცვლის

Published on

ვრცელდება ინფორმაცია, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია თანამდებობას ტოვებს.სავარაუდოდ, თანამდებობიდან მისი  წასვლის შესახებ ოფიციალური განცხადება დღეს გაკეთდება.
 
თავად ვახტანგ ყოლბაია  პირდაპირ რც ადასტურებს და არც უარყოფს ამ ინფორმაციას. .,,თანამდებობაზე მუდმივად არავინ არის. შეიძლება დღეს მოხდეს და არაფერი გამორიცხული არ არის, მაგრამ დროს და ვადას ნუ განმისაზღვრავთ, ეს ჩემი გადასაწყვეტია,“ – აცხადებს იგი მედიასთან საუბარში.
 
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში დაგეგმილ ცვლილებებზე ინფორმირებულია აფხაზეთის უმაღლესი საბჭო. საბჭოს ახლად არჩეულმა თავმჯდომარე ჯემალ გამახარია ადასტურებს ინფორმაციას, რომ ვახტანგ ყოლბაიას რუსლან აბაშიძე შეცვლის.
 
"დიახ, გვაქვს ეს ინფორმაცია. პირველ რიგში, გეტყვით რომ ვახტან ყოლბაია წლების განმავლობაში იმიტომ იყო მოვალეობის შემსრულებელი, რომ არ იყო გაწერილი თავმჯდომარის დანიშვნის პროცედურა არც ჩვენი კონსტიტუციით და არც კანონში. სხვათაშორის, ამ დღეებში მიმდინარეობს სერიოზული მუშაობა იმისთვის, რომ მომავალი თავმჯდომარე – რუსლან აბაშიძე დაინიშნოს უკვე თავმჯდომარედ და არა მოვალეობის შემსრულებლად", – განაცხადა ჯემალ გამახარიამ.
 
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე რუსლან აბაშიძეს დადებითად ახასიათებს და მის პროფესიონალიზმს უსვამს ხაზსს.
 
"მას ძალიან კარგი და საინტერესო გზა აქვს გავლილი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი მუშაობა დიპლომატიის სფეროში. იმედი მაქვს, რომ კარგი და წარმატებული თავმჯდომარე იქნება", – განაცხადა გამახარიამ.
 
მისივე ინფორმაციით, კანონმდებლობით ვახტანგ ყოლბაიას აქვს უფლება, მას შემდეგ, რაც აღმასრულებელ ხელისუფლებაში მუშაობას ოფიციალურად შეწყვეტს, აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში დეპუტატის მანდატი დაიბრუნოს.
 
რაც შეეხება რუსლან აბაშიძეს, ის ხუთი იანვრიდან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებს. 2013-2014 წლებში რუსლან აბაშიძე საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი იყო. მანამდე კი – 2009-2013 წლებში ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. უფრო ადრე, 2006-2009 წლებში იგი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. იყო შვეიცარიაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველი, საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირთან ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. რუსლან აბაშიძე აფხაზეთიდან, კონკრეტულად კი გაგრიდან დევნილია

სიახლეები

ავიაკატასტროფის ადგილზე 18 სამხედროს ცხედარია ნაპოვნი

სიღნაღში ავიაკატასტროფის ადგილზე 18 სამხედრო პირის ცხედარია ნაპოვნი. განცხადება ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა...

სანამ ანტიკორუფციული ბიურო იარსებებს, ხელმძღვანელი მე ვიქნები – რაჟდენ კუპრაშვილი

ანტიკორუფციულ ბიუროს ხელმძღვანელი, რაჟდენ კუპრაშვილი ამბობს, რომ სანამ აღნიშნული ბიურო იარსებებს, ხელმძღვანელი თავად იქნება...

ვაგრძელებთ მოქმედებას აქტიური თავდაცვის პრინციპით – ოლექსანდრ სირსკი

უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალმა, გენერალმა ოლექსანდრ სირსკიმ სხვადასხვა ფრონტზე არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა და განაცხადა,...

უკრაინაზე სწრაფი და საბოლოო გამარჯვება ვერ ხერხდება – რუსი პროპაგანდისტი პრილეპინი

კრემლისტი პროპაგანდისტი და ომის ერთერთი იდეოლოგი ზახარ პრილეპინი ამბობს, რომ უკრაინაზე სწრაფი გამარჯვება ვერ...