მთავარისიახლეებიპოლიტიკარომან კაკულია უმრავლესობას ტოვებს? „დღევანდელი მოცემულობა თუ არ შეიცვალა, ამ გუნდში...

რომან კაკულია უმრავლესობას ტოვებს? „დღევანდელი მოცემულობა თუ არ შეიცვალა, ამ გუნდში ჩემს თავს არ ვხედავ”

Published on

 
დღევანდელი მოცემულობა თუ არ შეიცვალა, სიმართლე გითხრათ, ამ გუნდში ჩემს თავს ვერ ვხედავ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, რომან კაკულიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში“ „360 გრადუსი“ განაცხადა.
 
კაკულიას თქმით, იმისითვის რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალოს, მთავარია შეცდომის დანახვა და შემდეგ მისი აღიარება.
 
, მე ველოდები, რომ მოხდება იმ ტიპის ტრანსფორმაცია, რომ ადამიანი, როდესაც გუნდში ხარ, იქ გატარებული ყოველი დღე უნდა გეამაყებოდეს. ახლა, მე ილუზიები არ მაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ შეგვეძლო აქ რაღაც რადიკალურად შეგვეცვალა, მაგრამ ჩვენ სხვაზე უკეთესი ძალა 2016 წელს ნამდვილად ვიყავით. ეს ნამდვილად მჯერა და გვქონდა იმის პოტენციალი, რომ კიდევ უფრო უკეთესები გავმხდარიყავით. სამწუხაროდ, ეს ასე ვერ მოხდა, მაგრამ ამ ყველაფრის შემობრუნება გვიანი ნადვილად არ არის, ოღონდ, ამას უნდა ორი რამ : შეცდომების დანახვა, ამის აღიარება და რაღაც იმ პოზის მოშლა, როდესაც შენ გგონია, რომ თუ შენს შეცდომებზე საუბარს იწყებ, ოპოზიცია გამოვა და დაგამუნათებს, ნახეთ ესეც საუბრობს თავის შეცდომებზეო. საზოგადოება ასე არ იტყვის და ეს არ უნდა შეგვეშალოს. კი ბატონო, ესენი იტყვიან, ბევრი ვინმე იტყვის და დაგცინებს კიდევაც იმიტომ, რომ ჩვენთან ლიბერალიზმი ცინიზმს ნიშნავს და ტრადიციონალიზმი ჯვაროსნობას, ასეთ გაურკვეველ სიტუაციაში ვართ. ამიტომ ამის არ უნდა შეგვეშინდეს“. – განაცხადა კაკულიამ.
 
საპარლამენტო უმრავლესობიდან გასული დეპუტატის, ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, რომან კაკულიას პირადად მისთვისაც არაერთხელ უთქვამს, რომ გუნდი შესაძლოა დაეტოვებინა.
 
„მე მჭიდრო ურთიერთობა მაქვს რომან კაკულიასთან. პირადად ჩემთანაც უთქვამს რამდენჯერმე, თუმცა საჯაროდაც რომ განაცხადა, ეს პირველად გავიგე. ძალიან კარგი იქნება თუ წავა, იმიტომ რომ რომანი არის ძალიან კარგი პოლიტიკოსი, ძალიან სწორი აქცენტებით. ამიტომ მე მგონი, ასეთი ადამიანების წამოსვლა გუნდიდან კიდევ უფრო მეტად დააფიქრებს მთავრობას და უმრავლესობას, რომ ასე გაგრძელება ამ ყველაფრის არ შეიძლება," – განუცხადა ბექა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს.

სიახლეები

უკანონოდ მოიპოვა მეუღლის პირადი ცხოვრების ვიდეო და სხვას გაუგზავნა – დაკავებულია 1 პირი

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვისა და გავრცელების ფაქტზე 1 პირი დააკავა, ბრალდებულს...

ელექტროენერგიის ტარიფების გაზრდა 3 თვით გადავადდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება ელექტროენერგიის ტარიფების ცვლილებების...

ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობას ოთარ რომანოვ ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლევან ჯანგველაძის მკვლელობას ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა. პროკურატურამ გამოიტანა დადგენილება, რომ...

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 29-30 დეკემბერს სანაპირო რაიონებში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი ელჭექთან ერთად. მათივე...