ბიზნესმენი მანანა მიქავა ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელს მაიზერ ნანავას მის წინააღმდეგ განხორციელებულ უკანონო ქმედებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ მან დღეს მერიასთან გამართულ საპროტესო აქციაზე განაცხადა. მიქავას თქმით, გულუას პარკის ტერიტორიაზე მიწის შეძენის დროს განსაზღვრული ვალდებულებების გამო სასამართლომ მას 3 მილიონ 700 ათასი ლარი ჯარიმის გადახდა დააკისრა. ასეთ შემთხვევას ბიზნესმენის თქმით, ადგილი ქონდა ყოფილი მერის ირაკლი გოგოხიას მერობის პერიოდშიც.მანანა მიქავას თქმით, პროკურატურაში მერიის სახელზე განცხადება ისევ შეიტანეს, რომელსაც ხელს მერის მოვალეობის შემსრულებელი მაიზერ ნანავა აწერს. აქციაზე მივიდა „სამეგრელოს ხმის“ ლიდერი თენგიზ ჯგუშიაც. ხელშეკრულების მიხედვით მანანა მიქავას 2008 წელს შეძენილ ტერიტორიაზე აკვაპარკი 2012 წლამდე უნდა აეშენებინა 6 მილიონიანი ინვესტიციით. მიქავა თაღლითობის მუხლით იყო დაკავებული და საპატიმროში 3 წელი გაატარა, გამგეობას მიწის ნაკვეთზე ნასყიდობის ხელშეკრულება კი ბათილად ქონდა ცნობილი. ბათილობის სასამართლო დავა მიქავამ მერიას მოუგო.ხოლო მას შემდეგ, რაც ზუგდიდი 2 მუნიციპალიტეტად დაიყო, მისი კუთვნილი მიწა ქალაქის საკუთრებაში დარჩა. მისი თქმით, რამდენჯერმე მიმართა გამგეობას და საკრებულოს ახალი ინდივიდუალური აქტის გამოცემის თაობაზე. მერიიდან მიღებული პასუხის თანახმად, თუ 60 დღეში 4 მილიონიან ინვესტიციას არ განახორციელებდა, ნაკვეთი ჩამოერთმეოდა. არასაკმარისი ვადის გამო მას მიწის ნაკვეთი კვლავ ჩამოერთვა და ადგილობრივმა თვითმმართველობამ დაიბრუნა. დავა იმ ნაკვეთზე მიმდინარეობს, რისთვისაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ზუგდიდის ყოფილმა მერმა ლაშა გოგიამ და ვიცე მერმა გია გულორდავამ ქრთამი აიღეს.
მთავარისიახლეებისაზოგადოებაბიზნესმენი მანანა მიქავა მერიას მის მიმართ უკანონო ქმედებაში ადანაშაულებს
ბიზნესმენი მანანა მიქავა მერიას მის მიმართ უკანონო ქმედებაში ადანაშაულებს
სიახლეები
კონფლიქტები
უკრაინული დრონების დიდი ნადირობა რუსეთში — „მადიარი“ Su-33-ის, Mi-8-ის, ორი რადარისა და 13 ხომალდის განადგურებას იუწყება
უკრაინის უპილოტო სისტემების ძალებმა (СБС) გასული 24 საათის განმავლობაში რუსეთის სამხედრო და ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაზე...
მსოფლიო
„ოჯახს არცხვენ!..“ — დაღესტანში კაცმა ყოფილი ცოლი და მისი 23 წლის ქალიშვილი მოკლა
დაღესტანში, ხასავიურტში, 46 წლის კაცმა ყოფილი ცოლი და მისი ქალიშვილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. შემთხვევა...
კონფლიქტები
უკრაინის გამარჯვების გზა რუსეთის ნავთობის ინფრასტრუქტურის განადგურებაზე გადის – ბენ ჰოჯესი
ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ძალების ყოფილი სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი მიიჩნევს, რომ უკრაინის გამარჯვების გასაღები...
სიახლეები
ბრიუსელის უსინდისობის პატიმრები არიან – პაპუაშვილი რეჟიმის პატიმრებზე
შალვა პაპუაშვილმა რეჟიმის პატიმრების შესახებ გააკეთა კომენტარი. პაპუაშვილი ამბობს, რომ ისინი "ბრიუსელის უსინდისობის პატიმრები...