მთავარისიახლეებიპოლიტიკა,, ხაზარაძეს, რომელიც კრიმინალად განოიყვანეს, ორი საათის განმავლობაში აყურებინეს ცირკს და მორჩა...

,, ხაზარაძეს, რომელიც კრიმინალად განოიყვანეს, ორი საათის განმავლობაში აყურებინეს ცირკს და მორჩა კრება, წადითო”. – ოპოზიცია დღევანდელ სხდომაზე განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს აკისრებს

Published on

“სამწუხაროდ კომიტეტი დაიხურა, რამეთუ ზიანი, რომელიც შეიძლებოდა მიყენებულიყო TBC-ზე და მთლიანად საქართველოს იმიჯზე. ჩვენ აქ არ ვართ მოსულები, როგორც კერძო ბიზნესმენები, საკითხი არ ეხება მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს და არ ეხება თიბისის, ეს ეხება ქვეყნის რეპუტაციას, მის სტაბილურობას და თუ თქვენ მოიკითხავთ მსოფლიოს ნებისმიერ სააგენტოში, თუ რა ინფორმაცია გადის დღეს საქართველოზე, ჩვენ უკვე ასოცირებული ვხდებით რაღაც ფულის გათეთრებასთან დაკავშირებულ აბსურდულ ბრალდებებთან. მე ბოლო ერთი თვის განმავლობაში მაქვს შეხვედრები თითქმის ყველა წამყვან ფინანსურ ინსტიტუტთან და ეს არის ნომერ პირველი სალაპარაკო თემა შეხვედრებზე. სამწუხაროა, რომ უკვე კომენტარები მიდის, რომ საქართველო სხვა მიმართულებით მიდის, ეს ძალიან ცუდი მოსასმენია. ასეეხმიანება მამაუკა ხაზარაძე  დარგობრივი კომიტეტის სხდომის ჩაშლას,  რომელზეც TBC ბანკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე უნდა ემსჯელათ. 
 
მწვავედ აკრიტიკებს დღეს პარლამენტსი განვითარებულ მოვლენებს ოპოზიციაც.
 
ევროპული საქართველოს დეპუტატის გიგა ბოკერიას შეფასებით, სამარცხვინო ლუსტრაციაა ის ფაქტი, რომ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ სხდომა, რომელზეც კობა გვენეტაძისა და TBC-ის დამფუძნებლებისთვის უნდა მოესმინათ, დასრულებულად გამოაცხადა. ასეთი სამარცხვინო დემონსტრირება იმის, რომ პარლამენტი უარს იძახის საკუთარი ფუნქციის შესრულებაზე, დიდი ხანია არ მინახავს ქართული ოცნების პარლამენტშიც კი.
ჩვენ ყველგან გავაგრძელებთ, საფინანსო კომიტეტსაც მივმართავთ, რომ მანაც მოუსმინოს ამას და არ შევწყვეტთ მცდელობას ყველა ინსტრუმენტის გამოყენების, სანამ ყველა არ მოიჭრის თავს, ისე როგორც დღეს აქ საპარლამენტო უმრავლესობამ მოიჭრა თავი
 
როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი რომან გოცირიძე  აცხადებს, “ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ საქართველოში ყველა სახელმწიფო უწყება იმართება ერთი ადამიანის მიერ შუშის სასახლიდან და დღეს მან ფაქტობრივად პარლამენტს აუკრძალა ამ უმნიშვნელოვანესი თემის განხილვა. პარლამენტი იშლება ფაქტობრივად, საპარლამენტო უმრავლესობის სახით, დაშალა ყველაფერი და სამწუხაროა ის ფაქტი, რომ დაიშალა ეროვნული ბანკი. ეროვნული ბანკი, მისი პრეზიდენტი დღეს არის ივანიშვილის მძევალი. ის არის ფაქტობრივად ამ გარემოებათა ტყვე. მან დაკარგა ყველანაირი მორალური უფლება, რომ იყოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი. მას არ აქვს საზოგადოების ნდობა და მისი ყოველი დღე და მსგავსი შეხვედრები სერიოზულ ზიანს აყენებს საქართველოს ფინანსურ სისტემას ”
 
ევროპული საქართველოს დეპუტატის, დავით ბაქრაძის შეფასებით, ამ ქვეყანაში არსებობს მხოლოდ ერთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია ორკესტრირება ეროვნული ბანკის, საპარლამენტო უმრავლესობის, პროკურატურის, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის, მთავრობის… ანუ ყველა ინსტიტუტისა და სახელმწიფო უწყების, რომელიც ჩართულია TBC ბანკის საქმეში. ასეთი ადამიანი ქვეყანაში მხოლოდ ერთია და ბანკის დამფუძნებლებმა ეს არ განაცხადეს, მაგრამ მე ვერ ვხედავ სხვა ვარაუდის საფუძველს გარდა იმისა, რომ ეს შეტევა გახლავთ პირადად ბატონი ივანიშვილის ინტერესი. მე არ მიყვარს კონსპირაციის თეორიები, მაგრამ საზოგადოება ხედავს მართლაც ორკესტრირებულ შეტევას და ამ ქვეყანაში ამდენი ინსტიტუტის ასე კოორდინირებული ქმედება შესაძლებელია მხოლოდ ერთი კაცის პოლიტიკური ნების შემთხვევაში'' 
 
ეს ბიძინა [ივანიშვილი] უბრალოდ ნაკუწებად ამსხვრევს სახელმწიფოს და ადამიანის ღირსებას ერთად. ვითომ საპარლამენტო რესპუბლიკაში ვცხოვრობთ: ჯერ ეროვნულმა ბანკმა არ მოვალო, მერე რადგან მამუკა ხაზარაძე მოდიოდა, იმსჯელეს სასახლეში, ყურით მოიყვანეს გამწვანებული კაცი, მერე დაავალეს კითხვები არ იყოსო. ემანდ რამე არ არეულიყო. ზონდერ დეპუტატები მდინარაძე-თალაკვაძე-მათიკაშვილი (იქვე კუთხეში ზარდიაშვილი) დასვეს ცინიკური ტექსტებით. ხაზარაძეს, რომელიც კრიმინალად განოიყვანეს, ორი საათის განმავლობაში აყურებინეს ცირკს და მორჩა კრება, წადითო. ეროვნული ბანკი ხომ დააზიანეს, გვენეტაძე ხომ გაანადგურეს, პარლამენტი ხომ დააზიანეს, ოდნავ წესიერი წევრები გაანადგურეს, ბანკი დააზიანეს ” წერს ევროპული საქართველოს დეპუტატი ელენე ხოშტარია Facebook-ზე 
 

სიახლეები

რუსეთში აფხაზ სტუდენტებს რუსულ ჯარში გაწვევა ემუქრებათ

რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე აფხაზი სტუდენტები, რომლებსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ, მოულოდნელად რუსეთის არმიაში გაწვევის...

პენიტენციური უარყოფს, რომ ციხეში ახლა უკვე მეორე ძმა ფეიქრიშვილსაც სცემეს

ძმებ ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ დავითის შემდეგ, დღეს ციხის საკანში მისი მეორე შვილი, გიორგი...

წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილის ცხედარი იპოვეს

ოკუპირებული აფხაზეთის დაბა წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, კარიერნაიას ქუჩაზე, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილი ბიჭის ცხედარი აღმოაჩინეს. 24...

„ამ ინტერვიუს აუცილებლად უნდა უყუროთ“ – აიან შარიფბაიევი ზელენსკის 

ყაზახი ჟურნალისტი და პოლიტიკური მიმომხილველი: "თქვენ აუცილებლად უნდა ნახოთ ზელენსკის ეს ინტერვიუ სტივენ ბარტლეტთან. კამერის წინ...