მთავარისიახლეებიპოლიტიკამაშინებს შიდა ძალები, რომლებიც ებრძვიან პროგრესს - მამუკა ხაზარაძე

მაშინებს შიდა ძალები, რომლებიც ებრძვიან პროგრესს – მამუკა ხაზარაძე

Published on

მამუკა ხაზარაძემ წინასწარ იცოდა იმ საფრთხეების შესახებ, რომელიც ხელისუფლებამ მის ბიზნესს შეუქმნა.
 
ამას ადასტურებს 12 თებერვალს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის განცხადება, რომელიც მან კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრის დროს გააკეთა.ვიდრე ეროვნული ბანკი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის „თიბისიდან“ ჩამოშორებას მოითხოვდა, ერთი დღით ადრე ხაზარაძემ ღიად ისაუბრა მოსალოდნელ საფრთხეებზე.
 
ის მიუთითებდა, რომ ბიზნესის დაცვა საქართველოში უამრავ პრობლემასთან არის დაკავშირებული, მათ შორის ერთ-ერთია, როგორც თავად ამბობს, „ჩინოვნიკების თავხედობა“.მსხვილი ფინანსური ინსტიტუტის დამფუძნებელი ამბობს, რომ ქვეყნის შიგნით არიან ადამიანები, რომლებიც ებრძვიან პროგრესს. ხაზარაძის თქმით, ამიტომ მას ყველაზე მეტად სწორედ შიდა საფრთხეების ეშინია.
 
„რატომ არსებობს დღესაც ამხელა ჯგუფი იმიტომ, რომ არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან, ან ე.წ. სახურავებთან არ გვქონია გარიგება. ეს არის მნიშვნელოვანი რამე. ესეც სწორედ იმის გამოძახილია, რომ ჩვენ ვართ თავისუფალი ხალხი და არასდროს არავის არ გავურიგებდით იმის გამო, რომ ვიღაცამ გვითხრას, ჩვენ შეგიქმნით სასათბურე პირობებს. ერთია, რომ ჩვენნაირი ტიპის ქვეყანაში შექმნა ბიზნესი და მეორე არის, დაიცვა ეს ბიზნესი. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ შორს ვართ ბიზნესის კლასიკური დაცვისგან. ამას პრობლემა აქვს, სასმართლო სისტემის გაუმართაობა, ბევრი რაღაც, ჩინოვნიკების თავხედობა ხშირად. ჩვენთან ისტორიულად ყოველთვის არის ადამიანთა რაღაც ჯგუფი, რომელიც, რატომ მე ვერ გავიგე, მაგრამ ეწინააღმდეგება პროგრესს, ან ეომება პროგრესს, ან ებრძვის. მე გარეთა საფრთხეების კი არ მეშინია, არამედ შიდა საფრთხეების უფრო მეშინია, როგორც ქართველს,“- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
 
ეროვნულმა ბანკმა მოითხოვა, რომ "თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება შეუჩერდეთ და სამეთვალყურეო საბჭოდან გაიწვიონ.
 
 

სიახლეები

მოსკოვში რაკეტით ჩავალ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუს ჟურნალისტებს უპასუხა, რომ მოსკოვში ვიზიტს „რაკეტით“ გეგმავს. ვიდეო, რომელიც სოციალურ...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთისა და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი...

აშშ-ში ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპის ადმინისტრაციას მედიის დაშვების

აშშ-ში ფედერალურმა მოსამართლემ, ტიმოთი კელიმ, ტრამპის ადმინისტრაციას დაავალა, დაუყოვნებლივ აღადგინოს „სიენენის“, MS NOW-ისა და...

ფსევდორელოგიური ფუნდამენტალისტური სექტა – პაპუაშვილი აქციის მონაწილეებს

პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ - ხალხს, რომელიც უკვე თითქმის ორი წელია ქუჩაში დგაგან, შალვა პაპუაშვილმა...