მთავარისიახლეებიუკრაინამიხეილ სააკაშვილი: ,,ოლიგარქები ფეხებზე მკიდია ‘’

მიხეილ სააკაშვილი: ,,ოლიგარქები ფეხებზე მკიდია ‘’

Published on

 

ოდესის ახლადდანიშნული გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მისი მთავარი  უპირატესობა ახლანდელ პოსტზე არის ის, რომ იგი არანაირად არ არის დაკავშირებული უკრაინის ფინანსურ ჯგუფებთან და ოლიგარქებთან.

ჩემზე ძალაუფლება არც ერთ ჯგუფს არა აქვს – ჩემთვის ყველა ერთია, ისინი საერთოდ არ მაღელვებენ. მე აქამდე ისე ვიცხოვრე, რომ ფული არავისგან მიმიღია,  არავისთან შევსულვარ გარიგებაში და ამ მხრივ თავს ძალიან მშვიდად ვგრძნობ ახლაც,- განაცხადა საქართელოს ყოფილმა პრეზიდენტმა.

მან  აღნიშნა, რომ შეიძლება ხელი ჩამოართვას ასეთი ჯგუფების წარმომადგენლებს და მოლაპარაკების მაგიდასაც მიუჯდეს მათთან, მაგრამ საქმეში მათთან არასოდეს შევა. მისი თქმით, რგორც კი ხელისუფლების წარმომადგენელი  კორუმპირებული სამთავრობო მოხელეებისა  და ოლიგარქიული დაჯგუფებების ინტერესებისათვის ანგარიშის გაწევასა და გაროგებებს იწყებს, მას  აღარც დრო რჩება და აღარც შემართება და შესაძლებლობა ემსახუროს ხალხს.’’

ეს ორი რამ გამორიცხავს ერთმანეთს, რადგან, როგორც კი ნებისმიერ ოლიგარქიულ ჯგუფთან თუნდაც მცირე კომპრომისზე წახვალ, უფლებას მისცემ თვალი ჩაგიკრან, შემდეგ პატარა ძღვენი მოგართვან, შემდეგ მათთან ერთად   გაფრინდები სადმე, იახტით გაისეირნებ და ყოველივე ამის შემდეგ შენს სახელზე გახსნილი ოფშორული ანგარიშიც აღმოგაჩნდება, მორჩა: შენი, როგორც ადამიანის,  როგორც სახელმწიფო მოღვაწის  ამბავი დამთავრებულია. ამიტომ მებრალება ადამიანები, რომელნიც გაიყიდნენ – ასკვნის ოდესის ოლქის ხელმძღვანელი.   

საინფორმაციო სააგენტო ,,ოდესა- მედია’’

სიახლეები

რუსეთში აფხაზ სტუდენტებს რუსულ ჯარში გაწვევა ემუქრებათ

რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე აფხაზი სტუდენტები, რომლებსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ, მოულოდნელად რუსეთის არმიაში გაწვევის...

პენიტენციური უარყოფს, რომ ციხეში ახლა უკვე მეორე ძმა ფეიქრიშვილსაც სცემეს

ძმებ ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ დავითის შემდეგ, დღეს ციხის საკანში მისი მეორე შვილი, გიორგი...

წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილის ცხედარი იპოვეს

ოკუპირებული აფხაზეთის დაბა წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, კარიერნაიას ქუჩაზე, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილი ბიჭის ცხედარი აღმოაჩინეს. 24...

„ამ ინტერვიუს აუცილებლად უნდა უყუროთ“ – აიან შარიფბაიევი ზელენსკის 

ყაზახი ჟურნალისტი და პოლიტიკური მიმომხილველი: "თქვენ აუცილებლად უნდა ნახოთ ზელენსკის ეს ინტერვიუ სტივენ ბარტლეტთან. კამერის წინ...