მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიგლა ბარამიძე: თამარ ჟვანია ქართველი ლიონელ მესია, ოღონდ არჩევნების გაყალბების დარგში

გიგლა ბარამიძე: თამარ ჟვანია ქართველი ლიონელ მესია, ოღონდ არჩევნების გაყალბების დარგში

Published on

არაფერი მოულოდნელი არ მომხდარა. ისედაც ცხადი იყო, რომ ცესკო-ს ისევ თამარ ჟვანია უხელმძღვანელებდა, – ასე გამოეხმაურა „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიგლა ბარამიძე ცესკო-ს თავმჯდომარედ, თამარ ჟვანიას მეორე ვადით არჩევას.
 
გიგლა ბარამიძე დარწმუნებულია, რომ „თამარ ჟვანია ვეღარ გააყალბებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებს“, რადგან ივანიშვილი იხილავს ისეთ ძლიერ ოპოზიციას, როგორიც აქამდე არ უნახავს.
 
„ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ ნუ ექნება ცრუ მოლოდინები თამარ ჟვანიას გრძნეულებაზე. ის მეტჯერ ვეღარ შეძლებს ხმების მოპარვას და არჩევნების გაყალბებას. ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნებზე ერთად მოისვრის „ოცნებასაც“ და ჟვანიასაც, მაგრამ ვისაც გჯერათ, ჟვანიას „დემოკრატიული არჩევნების“, გილოცავთ თანამოქალაქენო, თამარ ჟვანია-ქართველი ლიონელ მესი, ოღონდ არჩევნების გაყალბების დარგში. მაინც რა ყოფილა ეგზოტიკურ ქვეყნებში გამოცდილების მიღება. ბრავისსიმო ქალბატონ პრეზიდენტს, დაიწყო ვალების დაბრუნება.
 
ბატონო ბიძინა, უფროსთა უფროსო, კონგენიალურია ყველაფერი ეს“, – აცხადებს გიგლა ბარამიძე.
 
აღნიშნულ ინფორმაციას „დემოკრატიული მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.
 

სიახლეები

რუსეთში აფხაზ სტუდენტებს რუსულ ჯარში გაწვევა ემუქრებათ

რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე აფხაზი სტუდენტები, რომლებსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ, მოულოდნელად რუსეთის არმიაში გაწვევის...

პენიტენციური უარყოფს, რომ ციხეში ახლა უკვე მეორე ძმა ფეიქრიშვილსაც სცემეს

ძმებ ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ დავითის შემდეგ, დღეს ციხის საკანში მისი მეორე შვილი, გიორგი...

წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილის ცხედარი იპოვეს

ოკუპირებული აფხაზეთის დაბა წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, კარიერნაიას ქუჩაზე, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილი ბიჭის ცხედარი აღმოაჩინეს. 24...

„ამ ინტერვიუს აუცილებლად უნდა უყუროთ“ – აიან შარიფბაიევი ზელენსკის 

ყაზახი ჟურნალისტი და პოლიტიკური მიმომხილველი: "თქვენ აუცილებლად უნდა ნახოთ ზელენსკის ეს ინტერვიუ სტივენ ბარტლეტთან. კამერის წინ...