მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ გრიგოლ ვაშაძე საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციას არ დაესწრება

გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ გრიგოლ ვაშაძე საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციას არ დაესწრება

Published on

გრიგოლ ვაშაძე სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას არ დაესწრება, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის წევრმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
 
„ხელისუფლებასა და მის წარმომადგენლებს, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ დესტრუქციით არიან დაკავებულები, რომლებიც ჩიხიდან და კრიზისიდან გამოსვლისთვის ყოველგვარ მოლაპარაკებაზე უარს ამბობენ, ვფიქრობ, აბსოლუტურად ადეკვატური პასუხი იქნება, რომ გრიგოლ ვაშაძე ინაუგურაციას არ დაესწროს. მითუმეტეს, რომ ჩვენ ამ არჩევნების შედეგებს არ ვაღიარებთ. ერთი რამ უნდა გვესმოდეს, რომ დესტრუქციულად და არაკონსტრუქციულად „ქართული ოცნება“ იქცევა. ეს 2012 წლიდან მოყოლებული მათი სტანდარტი იყო და დარწმუნებული ვარ, ქვეყანაში ეს სტანდარტი მალე დასრულდება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
 
საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ გრიგოლ ვაშაძეს იმ შემთხვევში მიიწვევს ინაუგურაციაზე, თუ არჩევნებში მის გამარჯვებას აღიარებს.
 

სიახლეები

რუსეთში აფხაზ სტუდენტებს რუსულ ჯარში გაწვევა ემუქრებათ

რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე აფხაზი სტუდენტები, რომლებსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ, მოულოდნელად რუსეთის არმიაში გაწვევის...

პენიტენციური უარყოფს, რომ ციხეში ახლა უკვე მეორე ძმა ფეიქრიშვილსაც სცემეს

ძმებ ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ დავითის შემდეგ, დღეს ციხის საკანში მისი მეორე შვილი, გიორგი...

წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილის ცხედარი იპოვეს

ოკუპირებული აფხაზეთის დაბა წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, კარიერნაიას ქუჩაზე, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილი ბიჭის ცხედარი აღმოაჩინეს. 24...

„ამ ინტერვიუს აუცილებლად უნდა უყუროთ“ – აიან შარიფბაიევი ზელენსკის 

ყაზახი ჟურნალისტი და პოლიტიკური მიმომხილველი: "თქვენ აუცილებლად უნდა ნახოთ ზელენსკის ეს ინტერვიუ სტივენ ბარტლეტთან. კამერის წინ...