მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი გახარიას ბენეფისი ,, კოლხურ შემოდგომაზე'' - შს მინისტრი ...

გიორგი გახარიას ბენეფისი ,, კოლხურ შემოდგომაზე” – შს მინისტრი “საპატიო ჩხოროწყუელის” წოდებით დაჯილდოვდა

Published on

გუშინ ჩხოროწყუში  სახალხო ზეიმი ,,კოლხური შემოდგომა'' გაიმართა.
 
სადღესასწაულო შეკრებაზე გამოცხადდა , რომ მთავრობის გადაწყვეტილებით ჩხოროწყუს  ქალაქის სატატუსი მიენიჭა.   ეს ინფორმაცია მოსახლეობას , შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ გააცნო. 
 
გიორგი გახარიას ჩხოროწყუს მუნციპალიტეტმა იმით დაუფასა, რომ იგი   "საპატიო ჩხოროწყუელის'' წოდებით დააჯილდოვა.
 
როგორც ჩხოროწყუს მერმა დავით გოგუამ საზეიმო თავყრილობაზე განაცხადა,    გახარიას,  რომელიც სენაკშია დაბადებული, თუმცა წარმოშობით ჩხოროწყუს სოფელ  მუხურიდან არის, დიდი  წვლილი მიუძღვის მუნიციპალიტეტის განვითარებაში
 
,, გარდა ამისა ის არის ჩვენი მეგობარი სამინისტროს ხელმძღვანელ , პლუს ამას ჩართულია სხვადასხვა პრობლემატური საკითხების მოგვარებაში. მას განსაკუთრებულად უყვარს და ეხმარება ჩხოროწყუს ბევრ სასიკეთო საქმეებში", – აღნიშნა დავით გოგუამ. 
 
ასევე, საპატიო ჩხოროწყუელის წოდება მიენიჭათ:  ხელოვანს, სკუპლტორს, ეროვნული მოძრაობის ვეტერანს დემურ ანთიას;  მხატვარ-დიზაინერს, ა(ა)იპ "ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლის" პედაგოგს ხელოვნების დარგშირევო ესართიას ჟურნალისტს  ნუგზარ ჟვანიას  ღვაწლმოსილ პედაგოგს ბაბუცი თოლორდავას;
 
გოგუას ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყევტილება 7 კაციანმა კომისიამ მიიღო, რომლის შემადგენლობაშიც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები შედიან.
 
 

სიახლეები

კრემლის დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქე დაასანქცირა

რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი მოქალაქე: კახა კალაძის ცოლის და...

ესტონეთმა მისი ტერიტორიის გავლით რუსული და ბელარუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა

ესტონეთმა თავისი ტერიტორიის გავლით რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა - ინფორმაციას ესტონეთის საგარეო...

flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართველ ექიმს, საპრეზიდენტო ჯილდოზე წარადგენენ

ისრაელის პრეზიდენტი flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს,...

შემთხვევა კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს. გამოცემის ცნობით,...