მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი ვაშაძე ხელისუფლებას მიმართავს: თუ ვინმეს ჰგონია, რომ კანონი ხართ თქვენ, ასე...

გიორგი ვაშაძე ხელისუფლებას მიმართავს: თუ ვინმეს ჰგონია, რომ კანონი ხართ თქვენ, ასე არ იქნება ამ ქვეყანაში

Published on

გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშიას" საპრეზიდენტო კამპანიის ხელმძღვანელი, გიორგი ვაშაძე რუსთაველის გამზირზე გვიან ღამით განვითარებული მოვლენებს ეხმაურება.
 
ვაშაძე აცხადებს, რომ ხელისუფლება დანაშაულებრივ ორგანიზაციად იქცა. ის სამარცხვინოს უწოდებს დედაქალაქის მერის წერილს, რომლის მიხედვითაც შვილმოკლულმა მამებმა საახალწლო სამზადისისა და ნაძვის ხის დადგმის გამო პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია უნდა დატოვონ.
 
ვაშაძე შს მინისტრის განცხადებასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გიორგი გახარიას განცხადებები დესტაბილიზაციისა და არეულობის საფრთხეების შესახებ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.
 
„მათ დაარღვიეს საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლი, რომლითაც გარანტირებულია შეკრების თავისუფლება, მათ დაარღვიეს ევროკონვენციის მე-11 მუხლი, რომლითაც გარანტირებულია შეკრებებისა და გაერთიანების თავისუფლება და დაარღვიეს საქართველოს კანონი შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ. თუ ვინმეს ჰგონია, რომ კანონი ხართ თქვენ, ასე არ იქნება ამ ქვეყანაში.
 
ჩვენ მოვისმინეთ შს მინისტრის განცხადება, რომელიც აბსურდულ საკითხებზე საუბრობს, დესტაბილიზაციაზე და რაღაცა ასეთ საკითხებზე, ვინ აწყობდა დესტაბილიზაციას შვილმოკლული მამები? თუ სამოქალაქო სექტორი? არ გაგივათ ეს ყველაფერი. თქვენ გვეუბნებით, რომ კანონი არ ხართ თქვენ, ეს დამთავრდება აუცილებლად და თქვენ ამაზე აუცილებლად მიიღებთ პასუხს. ხელისუფლება, რომელსაც არაფერში აინტერესებს კონსტიტუციისა და კანონის მოთხოვნა, აუცილებლად მიიღებს საკადრის პასუხს მოსახლეობისგან არჩევნების გზით.
 
„ქართული ოცნება“ გადაიქცა არა კანონდამცველად, როგორც ხელისუფლებაში მყოფი ძალა, არამედ კანონდამრღვევად,“ – აცხადებს ვაშაძე. .

სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...