მთავარისიახლეებიპოლიტიკამღელვარე ღამე რუსთაველზე - ქართულმა ოცნებამ ფაქტობრივად დაასრულა არსებობა, მეორე ტურში...

მღელვარე ღამე რუსთაველზე – ქართულმა ოცნებამ ფაქტობრივად დაასრულა არსებობა, მეორე ტურში ეს უბრალოდ გააფორმდება

Published on

 
პარლამენტის შენობასთან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ. მათ რუსთაველის გამზირზე კარვები დატოვეს.
 
სამოქალაქო სექტორის თქმით, მნიშვნელოვანია, ყველა ადამიანს ჰქონდეს მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის უფლება.
 
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეფასებით, შვილმოკლულ მამებს, ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილს სახელმწიფო უსამართლოდ მოექცა, რადგან მათ კარვების გაშლის საშუალებას არ აძლევდნენ. 
 
„არ დავივიწყებთ არასოდეს იმას, თუ რა უსამართლობა შეხვდა ბატონ სარალიძეს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა არ დაივიწყონ ეს ფაქტი და ხელისუფლებას მოვთხოვთ, რომ გამოიძიონ ზაზა სარალიძის საქმე,“- განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა.
 
დღეს საღამოს რუსთაველის გამზირზე, კვლავ იგეგმება ფართომასშტაბიანი აქცია. სარალიძე და მაჩალიკაშვილი მოსახლეობას მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.
 
"ჩემთვის, როგორც ჟურნალისტისთვის, ძალიან რთულია იმის ყურება, რაც მედიის მეორე მხარეს ხდება," – ამის შესახებ განცხადება ზაალ უდუმაშვილმა რუსთაველის გამზირიდან გააკეთა.
 
ენმ-ის წევრი აცხადებს, რომ სახელისუფლებო არხებზე არ შუქდება ის პროცესები, რომელიც ახლა აქციაზე მიმდინარეობს.
 
რაც შეეხება მიმდინარე მოვლენების პოლიტიკურ შეფასება, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ქართულმა ოცნებამ დღეს განაჩენი გამოუტანა საკუთარ თავს.
 
„2018 წლის 10 ნოემბერს ქართულმა ოცნებამ დაასრულა თავისი ყოფა. ის, რაც გველოდება არჩევნების მეორე ტურში, ეს არის მხოლოდ ფორმალობა, რომელიც უნდა გააფორმოს მოსახლეობამ. დღეს ქართულმა ოცნებამ დაასრულა თავის არსებობა ამ დღით,“ – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა და აღნიშნა, რომ ქვეყანას ჰყავს აგონიაში ჩავარდნილი ხელისუფლება.

სიახლეები

სტუდენტები ეთნიკური უმცირესობის სტუდენტების განათლების უფლების უზრუნველყოფას და ილიაუნის ავტონომიურობას ითხოვენ

სოლიდრობა ილიას უნივერსიტეტს - სასწავლო დაწესებულებასთან ცოტა ხნის წინ, საგანგებო განცხადება ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელმა...

ამოღებულია უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა – დაკავებულია 51 პირი-შსს

სპეოცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - შინაგან საქმეთა სამინისტრომ 51 პირი დააკავა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე შინაგან...

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში ვიზიტს აჯამებს

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ საქართველოში რამდენიმედღიანი ვიზიტის დასრულების შემდეგ შემაჯამებელი განცხადება გაავრცელა. მათი თქმით,...

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა, "მთავარი ამბები კახეთიდან" ავცელებს....