მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა პარიზში, მაკრონების სახელით გამართულ ოფიციალურ ვახშამს დაესწრნენ

გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა პარიზში, მაკრონების სახელით გამართულ ოფიციალურ ვახშამს დაესწრნენ

Published on

საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი პარიზში, ემანუელ და ბრიჯიტ მაკრონების სახელით, პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებებში მონაწილე დელეგაციების ხელმძღვანელების პატივსაცემად გამართულ ოფიციალურ ვახშამს დაესწრნენ.
 
ორსეს მუზეუმში, ოფიციალური ვახშმის დაწყებამდე, ფრანგულმა მხარემ მაღალი რანგის სტუმრებს პიკასოს გამოფენა ,,ცისფერი და ვარდისფერი“ დაათვალიერებინა.
 
ოფიციალურ ვახშამზე ემანუელ მაკრონმა საიუბილეო ღონისძიებებში მონაწილე დელეგაციების ხელმძღვანელებს მიმართა და მსოფლიო ლიდერებს გამოწვევებით აღსავსე მსოფლიოში მშვიდობის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
 
ემანუელ და ბრიჯიტ მაკრონებმა, 11 ნოემბერს ტრიუმფალურ თაღთან დაგეგმილ ცერემონიამდე საქართველოს დელეგაციასთან ერთად, მსოფლიო ლიდერებს – დონალდ ტრამპს, ანგელა მერკელს, ჯასტინ ტრუდოს და სხვებს უმასპინძლეს.

სიახლეები

CBS News: ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთის ნავთობის, გაზისა და საბანკო სექტორების წინააღმდეგ სანქციებს ამკაცრებს

CBS News-ი ოთხ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთის ნავთობის, გაზისა...

ტრამპის ადმინისტრაციამ კიტ კელოგი ომის დასრულებაზე მოლაპარაკებებიდან მოხსნეს

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინასა და რუსეთში, კიტ კელოგი, ომის დასრულებაზე მაღალი დონის მოლაპარაკებებიდან,...

ოკუპანტებმა ხერსონზე მასირებული იერიში მიიტანეს – არის მსხვერპლი

რუსი ოკუპანტები ხერხონის ოლქზე მასირებული იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი...