მთავარისიახლეებიპოლიტიკა,, ფაქტია, რომ ივანიშვილის ხვეწნა- მუდარას ხალხი არ გაჰყვა, ამიტომ ფული...

,, ფაქტია, რომ ივანიშვილის ხვეწნა- მუდარას ხალხი არ გაჰყვა, ამიტომ ფული უნდა ამოიღოს, მგონი ცოტა კიდევ აქვს ” – ვახტანგ ძაბირაძე

Published on

“ივანიშვილმა ფული უნდა გაიღოს და საარჩევნო პროცესი დაალაგებინოს იმ ხალხს, ვინც ეს საქმე კარგად იცის” – აცხადებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ ,,რეზონანსთან'' საუბარში.
 
“მათემატიკური გათვლებით ვერ გეტყვით, მაგრამ ვაშაძემ რომ მეორე ტურში გაიმარჯვოს დამატებით 200 ათასი ამომრჩეველია საჭირო, ანუ მილიონ რვაასი ათასი ხმა უნდა მიიღოს. მაგრამ, რამდენად მზარდი იქნება მეორე ტურისთვის მათი ელექტორატი არ ვიცი, რადგან რესურსის რომ ზრდა იყოს, ასე არ არის… რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, მას შეიძლება იმ ამომრჩევლის ხმები დაემატოს, რომელიც პირველ ტურში სახლში დარჩა, მაგრამ დღესაც “ოცნების” ერთგულია და სხვაგან არ წასულა. არის მეორე მოტივიც, თუ ადრე ამომრჩეველი ფიქრობდა, რომ თუ “ოცნების” ხელისუფლებას ხმას არ მოვცემ “ნაციონალები” დაბრუნდებიანო, დღეს ეს რეალობად იქცა და ამომრჩეველი ამ რეალობის წინაშე დადგება. არ არის გამორიცხული, რომ ამ ფაქტორმა კარგად იმუშაოს”, – 
 
“ასეთ შედეგს არავინ ელოდა, არც ხელისუფლება და არც ოპოზიცია. ოპოზიციას ეს შედეგი უზრდის მოტივაციას შეცვალოს ხელისუფლება. ფაქტია, რომ ივანიშვილის ხვეწნა- მუდარას ხალხი არ გაჰყვა, თანაც ვინც ეს საარჩვნო კამპანია დაგეგმა შედეგიანი ვერ აღმოჩნდა. ამიტომ, ახლა სასწრაფოდ უნდა გაანალიზონ და განსაჯონ ყველაფერი, მაგრამ ეს სამუშაო რომ აწარმოოს, ასეთი გუნდი “ოცნებაში” არ მეგულება. ამიტომ ბიძინა ივანიშვილმა ფული უნდა ამოიღოს, მგონი ცოტა კიდევ აქვს და საარჩევნო პროცესი დაალაგებინოს იმ ხალხს, ვინც ეს საქმე კარგად იცის. ეგზიტპოლები მაინც ჩაატარებინონ კომპეტენტურ კომპანიას. რაც შეეხება აქვს თუ არა შანსი “ოცნებამ” ეს არჩევნები მოიგოს, ამის თეორიული შანსი არის. რამდენად შეძლებს ხელისუფლება თავის სასარგებლოდ შეცვალოს სურათი, ვერ გეტყვით, რადგან ერთ თვეში ალბათ ძნელია”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე და შეკითხვაზე – “თუმცა, ექსპერტთა გარკვეული ნაწილი მეორე ტურში ვაშაძის გამარჯვებას პროგნოზირებს და დიდი ალბათობით არც იმას გამორიცხავენ, რომ პრეზიდენტი თუ გახდა, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავს და “ოცნება” უბრალოდ ჩამოიშლება…” – პასუხობს:
 
“საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის უფლება პრეზიდენტს კონსტიტუციის არც მოქმედი რედაქციით ჰქონდა და მით უფრო ახალი რედაქციით მას ამის უფლება არ ექნება. საპარლამენტო რესპუბლიკაში ასე არ არის. პრეზიდენტი თავისი სურვილით ვერაფერს ვერ გააკეთებს, მაშინ ქვეყანაში კრიზისული სიტუაცია უნდა შეიქმნას”.
 

სიახლეები

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ 84 პირს ბრალი წარედგინა

დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის,...

პაპუაშვილი შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვაზე- მოვა მაისი

მოვა მაისი და ვნახავთ - ასე პასუხობს შალვა პაპუაშვილი აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით დასმული...

რუსეთი წელს 9 მაისის აღლუმზე სამხედრო ტექნიკას “ოპერაციული ვითარების გამო” აღარ გამოიყვანს

რუსეთი ამცირებს 9 მაისის გამარჯვების დღის აღლუმს მოსკოვში და ღონისძიებაზე სამხედრო ტექნიკას არ გამოიყვანს,...

ჩვენი სურვილია, 4 რადიკალური პარტიის გარეშე ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები-კობახიძე

თავისი არსით გერმანიის ნაციონალურ-სოციალისტურ პარტიას ვადარებ კოლექტიურ ნაცმოძრაობას, რომელიც თავისი შინაარსით არის ფაშისტურ-ბოლშევიკური პოლიტიკური...