მთავარისიახლეებისაზოგადოებაკარვის წაღებას სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა

კარვის წაღებას სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა

Published on

ხმაური და დაპირისპირება რუსთაველის გამზირზე – სამართალდამცავებმა პარლამენტის წინ, აქტივისტების მიერ მიტანილი კარავი წაიღეს. 
 
კარვის წაღებას სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ კარავი მას შემდეგ მიიტანეს, რაც პოლიციამ ზაზა სარალიძე დააკავა, რომელიც კარვის გაშლას ცდილობდა.
 
სამართალდამცველებთან დაპირისპირების დროს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ცუდად გახდა, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს. 
 
ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია ამ წუთებში პარლამენტის წინ მიმდინარეობს. სარალიძე სამართალდამცავებმა დღეს დააკავეს და შსს-ს შენობაში გადაიყვანეს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ის ამ წუთებში ინგოროყვას კლინიკაში იმყოფება.
 
სარალიძეს პოლიციელის მიმართ თავდასხმას ედავებიან, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

სიახლეები

მოქალაქეებმა დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების დასახმარებლად პეტიცია შექმნეს

მოქალაქეებმა დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების დასახმარებლად პეტიცია შექმნეს: "ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ვაცხადებთ, რომ სრულად ვაცნობიერებთ...

ლევან ხაბეიშვილის საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება

"ეს საქმე სრული აბსურდია, პოლიტიკოსის საჯარო განცხადების გამო დაკავება, დიქტატურისთვისაც კი ახალი და გასაოცარი...

მძღოლი, რომელიც საპატრიარქოს ეზოში შევარდა, დაკავებულია

მძღოლი, რომელიც საპატრიარქოს ეზოში შევარდა, დაკავებულია - ინფორმაციას ამის შესახებ "ტვ პირველი" ავრცელებს. დაკავებული...

თუ ლევანის დღეს პატიმრობას მიუსჯიან, ბევრს შეეშინდება უკვე პოლიტიკური განცხადებების გაკეთება- ხაბეიშვილის დედა

"სამართლიანი გადაწყვეტილების იმედი არ მაქვს, თუ ლევანის დღეს პატიმრობას მიუსჯიან და დატოვებენ პატიმრობაში დარწმუნებული...