მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ყველაფერს გააკეთებს, რომ ძალაუფლება ხელში ახალ...

მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ყველაფერს გააკეთებს, რომ ძალაუფლება ხელში ახალ თაობას ჰქონდეს.

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ტილბურგის უნივერსიტეტში სიტყვით გამოვიდა და გლობალურ პოლიტიკაზე, უსაფრთხოების საკითხებსა და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე ილაპარაკა.ჰოლანდიაში მიხეილ სააკაშვილის ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.საქართველოს მესამე პრეზიდენტი სტუდენტების შეკითხვებს ერთი საათის განმავლობაში პასუხობდა. უცხოელების გარდა, მას შეკითხვები ქართველმა სტუდენტებმაც დაუსვეს.
„მივეკუთვნები ახალ თაობას, რომელიც დაიბადა და გაიზარდა საქართველოში, კორუფციისა და ნეპოტიზმის გარეშე. სამწუხაროდ, ბოლო 6 წელიწადში ოლიგარქის მმართველობის პერიოდში შემცირდა საქართველოს ეკონომკა და სოციალური განვითარება. მინდა, გკითხოთ, რა იქნება პირველი, როდესაც დაბრუნდებით საქართველოში და იტყვით – უნდა გავაკეთო,“- მიმართა სტუდენტმა შეკითხვით სააკაშვილს.მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ყველაფერს გააკეთებს, რომ ძალაუფლება ხელში ახალ თაობას ჰქონდეს.
„აუცილებლად მოვინახულებ ჩემს ვენახს. ეს არის ერთადერთი, რაც შევიძინე ჩემს ცხოვრებაში. ნოსტალგიური განწყობა მაქვს მის მიმართ. მაგრამ, რა თქმა უნდა, როდესაც დავბრუნდები, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ახალმა თაობამ აიღოს ხელში ძალაუფლება. მხოლოდ მას შეუძლია ჩვენი პრობლემების გამოსწორება. 2012 წელს მოვახდინე საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირება და პოლიტიკოსების ასაკი დავწიეთ. ეს იყო ის თაობა, რომელიც დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ წამოვიდა. ადრე რომ შემეღება თმა მწვანე ფრად, ჩემი შვილის მსგავსად, ყოველდღიურად მომიხდებოდა ბრძოლა. ეს მცირე დეტალია, მაგრამ მნიშვნელოვანია, ძალაუფლება ხელში თავისუფალი სულის ადამიანებმა უნდა აიღონ,“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სიახლეები

რუსეთში აფხაზ სტუდენტებს რუსულ ჯარში გაწვევა ემუქრებათ

რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე აფხაზი სტუდენტები, რომლებსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ, მოულოდნელად რუსეთის არმიაში გაწვევის...

პენიტენციური უარყოფს, რომ ციხეში ახლა უკვე მეორე ძმა ფეიქრიშვილსაც სცემეს

ძმებ ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ დავითის შემდეგ, დღეს ციხის საკანში მისი მეორე შვილი, გიორგი...

წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილის ცხედარი იპოვეს

ოკუპირებული აფხაზეთის დაბა წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, კარიერნაიას ქუჩაზე, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილი ბიჭის ცხედარი აღმოაჩინეს. 24...

„ამ ინტერვიუს აუცილებლად უნდა უყუროთ“ – აიან შარიფბაიევი ზელენსკის 

ყაზახი ჟურნალისტი და პოლიტიკური მიმომხილველი: "თქვენ აუცილებლად უნდა ნახოთ ზელენსკის ეს ინტერვიუ სტივენ ბარტლეტთან. კამერის წინ...