მთავარისიახლეებიპოლიტიკაბიძინა ივანიშვილის ძმამ და კახა კალაძემ 1-3 ოქტომბერს ჯამში 95 000...

ბიძინა ივანიშვილის ძმამ და კახა კალაძემ 1-3 ოქტომბერს ჯამში 95 000 ლარი შესწირეს

Published on

მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს თანხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ძმამ და თბილისის მერმა კახა კალაძემაც შესწირეს.
 
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ალექსანდრე ივანიშვილმა 3 ოქტომბერს სალომე ზურაბიშვილს 45 000 ლარი, კახა კალაძემ კი 1-ელ ოქტომბერს 50 000 ლარი შესწირეს.
 
აღნიშნულის გარდა, ოქტომბერში სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ კიდევ რამდენიმე ათეული მსხვილი შემოწირულებაა განხორციელებული, მათ შორის შემდეგი კერძო პირების მიერ: ხათუნა ჯაყელი – 5 000 ლ; შორენა ჭანკვეტაძე – 9 000; ქეთევან ხარაიძე 5,000 ლ; ფიქრია კამლაძე – 5,000; სოფიო თამაზაშვილი – 10,000 ; სერგო გალუსტიანი – 60,000 ლ; რევაზ სულუხია – 10,000; პალიკო კინტრაია – 10,000; ნინო აქიაშვილი – 5,000 ლ; ნიკოლოზ კინტრაია – 20,000 ლ; ნიკა მერაბიშვილი – 60,000 ლ; ნატა ყაზახაშვილი – 50,000 ლ; მერი მაღრაძე – 5,000 ლ; მერაბ ზუმბაძე – 5,000 ლ; მარინე არჩვაძე – 5,000 ლ; მარიკა ზარდიაშვილი – 5,000 ლ.
 
შეგახსენებთ, რომ სექტემბერში სალომე ზურაბიშვილმა შემოწირულების სახით 332,245 ლარი მიიღო. აღსანიშნავია, რომ 84-მა შემომწირველმა პრეზიდენტობის კანდიდატს 30-30 თეთრი გადაურიცხა.

სიახლეები

რუსეთში აფხაზ სტუდენტებს რუსულ ჯარში გაწვევა ემუქრებათ

რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე აფხაზი სტუდენტები, რომლებსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ, მოულოდნელად რუსეთის არმიაში გაწვევის...

პენიტენციური უარყოფს, რომ ციხეში ახლა უკვე მეორე ძმა ფეიქრიშვილსაც სცემეს

ძმებ ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ დავითის შემდეგ, დღეს ციხის საკანში მისი მეორე შვილი, გიორგი...

წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილის ცხედარი იპოვეს

ოკუპირებული აფხაზეთის დაბა წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, კარიერნაიას ქუჩაზე, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილი ბიჭის ცხედარი აღმოაჩინეს. 24...

„ამ ინტერვიუს აუცილებლად უნდა უყუროთ“ – აიან შარიფბაიევი ზელენსკის 

ყაზახი ჟურნალისტი და პოლიტიკური მიმომხილველი: "თქვენ აუცილებლად უნდა ნახოთ ზელენსკის ეს ინტერვიუ სტივენ ბარტლეტთან. კამერის წინ...