მთავარისიახლეებიმსოფლიოფაშინიანი გადადგომას გეგმავს - სომხეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ

ფაშინიანი გადადგომას გეგმავს – სომხეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ

Published on

ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვებას გეგმავს. პოლიტიკოსის განცხადებით, გადადგომის მიზანი სომხეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაა.
 
გუშინ, ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის 5 წევრი გაათავისუფლა –  ხუთივე მინისტრი თანამდებობაზე პარტიების ,,აყვავაებული სომხეთი'' და ,,დაშნაკცუტუნის"' წარდგინებით იყო მოხვედრილი. ფაშინიანმა გაათავსიფლა აგრეთვე ყველა  მისთვის არაკეთილსაიმედო გუბერნატორიც. 
 
მიუხედავად ამისა, წინააღმდეგობა, რომელსაც რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას უწევენ ხელისუფლების ეშელონებში და მათ მხარდამჭერებში ჯერ კიდევ ძლიერია.
 
ფაშინიანის მომხრეებმა წუხელ თავიანთი ძალის დემონსტრირება გადაწყვიტეს – პარლამენტის წინა მოედანზე შეიჭრა  ხალხის  დიდი ტალღა, რომელიც დაჯინევით ითხოვს, მიეცეს ფაშინიანს თავისუფალი მოქმედების საშუალება ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანისთვი.ს 
 
გვიან ღამით ფაშინიანმა სიტყვით მიმართა პარლამენტის წინ შეკრებილ მომხრეებს და განუცხადა, რომროგორც კი ძალასი შევა მისი განკარგულებები მინისტრების გადაყეების შესახებ, თანამდებობას თვითონაც დატოვებს და მუშაობას გააგრძელებს, როგორცპრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი.  მისივე თქმით, მიღწეულია შეთანხმება, რომ არც ერთი საპარლამენტო პარტია პრემიერის პოსტზე საკუთარ კანდიდატს არ დაასახელებს და ამის შემდეგ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.
 
 
არჩევნები სომხეთში სავარაუდოდ დეკემბერში გაიმართება.
 
 
 

 

 

სიახლეები

რუსეთში აფხაზ სტუდენტებს რუსულ ჯარში გაწვევა ემუქრებათ

რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე აფხაზი სტუდენტები, რომლებსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ, მოულოდნელად რუსეთის არმიაში გაწვევის...

პენიტენციური უარყოფს, რომ ციხეში ახლა უკვე მეორე ძმა ფეიქრიშვილსაც სცემეს

ძმებ ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ დავითის შემდეგ, დღეს ციხის საკანში მისი მეორე შვილი, გიორგი...

წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილის ცხედარი იპოვეს

ოკუპირებული აფხაზეთის დაბა წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, კარიერნაიას ქუჩაზე, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილი ბიჭის ცხედარი აღმოაჩინეს. 24...

„ამ ინტერვიუს აუცილებლად უნდა უყუროთ“ – აიან შარიფბაიევი ზელენსკის 

ყაზახი ჟურნალისტი და პოლიტიკური მიმომხილველი: "თქვენ აუცილებლად უნდა ნახოთ ზელენსკის ეს ინტერვიუ სტივენ ბარტლეტთან. კამერის წინ...