მთავარისიახლეებისამართალი„მე მჯერა, რომ გია თვალავაძე ბუნებით წესიერი კაცია'' - დავით სერგეენკოს...

„მე მჯერა, რომ გია თვალავაძე ბუნებით წესიერი კაცია” – დავით სერგეენკოს კომენტარი ჯანდაცვის სამინისტროში მომხდარ დაკავებებზე

Published on

 
გია თვალავაძე  გუშინ  ჩაფიძის კლინიკაში გადაიყვანეს  – დაკავებულს გულის შეტევა ჰქონდა და ამ დრომდე კლინიკაში, ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩება.
 
კლინიკაში აცხადებენ, რომ მედიისთვის განცხადება თვალავაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დღის მეორე ნახევარში გაკეთდება.
 
სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს გია თვალავაძეს  ე.წ.სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ედება ბრალი და მას ამ საქმეზე ბრალდებულ,  კიდევ ხუთ პირთან ერთად , რომელიც სავარაუდოდ უკანონო სამეწარმეო საქმიანბას ეწეოდ,   თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
 
გია თვალავაძის დაკავებამ რა თქმა უნდა, იმოქმედა სამინისტროსა და მინისტრის რეპუტაციაზე, – განაცხადა ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ 
 
მისი თქმით, მინისტრი არის პასუხისმგებელი ყველაფერზე, რაც კი ხდება სამინისტროს დაქვემდებარებულ მიმართულებებზე.
 
„მე მჯერა, რომ გია თვალავაძე ბუნებით წესიერი კაცია. მინდა ყველას ვთხოვო, სანამ ის ბრალდებულია და სანამ სასამართლოს არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება, თავი შეიკავოს შეფასებისგან იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ ვიძახი, გია თვალავაძე წესიერი კაცია და სასამართლო დაადგენს ობიექტურ რეალობას. რა თქმა უნდა, სამინისტროს რეპუტაციაზე ამან იმოქმედა და მინისტრის რეპუტაციაზეც ამან იმოქმედა, რადგან მინისტრი არის პასუხისმგებელი ყველაფერზე, რაც კი ხდება სამინისტროს დაქვემდებარებულ მიმართულებებზე“, – განაცხადა  სერგეენკომ, რომელიც  აშშ-ში იმყოფება.
 
 

სიახლეები

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებულ პოლიციელებ პასტიმრობა შეეფარდათ

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებული პოლიციელები წინასწარ ორ-თვიან პატიმრობაში გაუშვეს - გადაწყვეტილება გორის რაიონული...

ზურაბ მენთეშაშვილს 9 თვით პატიმრობა მიუსაჯეს

გზის განმეორებით გადაკეტვისთვის დაკავებულ ზურაბ მენთეშაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 9 თვით...

მოსკოვს არ უნდა მიეცეს ევროპის საჰაერო სივრცის დაუსჯელად დარღვევის უფლება – კალასი

რუსული დრონის გალაცში საცხოვრებელ კორპუსზე დაცემა რუმინეთის სუვერენიტეტისა და ევროპის საჰაერო სივრცის აშკარა და...

29-30 მაისს მოსალოდნელია ნალექი, ძლიერი ქარი, ზღვაზე შტორმი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29-30 მაისს საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი...