მთავარისიახლეებისამართალისააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ბრალდებულებიდან ამ დროისათვის მხოლოდ ორი დაკავებულმა აღიარა დანაშაული

სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ბრალდებულებიდან ამ დროისათვის მხოლოდ ორი დაკავებულმა აღიარა დანაშაული

Published on

ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ბრალდებული ნათელა მამულაშვილის  ადვოკატის, დავით კორკოტაშვილის ინფორმაციით, ბრალდებული აღიარებს დანაშაულს, კერძოდ, უკანონო სამეწარმეო საქმიანობას და გამოძიებასთან თანამშრომლობს. ადვოკატი ითხოვს, რომ მამულაშვილის მიმართ არ იყოს გამოყენებული არანაირი აღკვეთის ღონისძიება.
 
დანაშაულს აღიარებს და უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში თავს დამნაშავედ ცნობს კიდევ ერთი ბრალდებული ნინო კორძაია. 
 
ბრალდებულმა აღნიშნა, რომ დაუშვა შეცდომა და ამას გულწრფელად ინანიებს. კორძაიას თქმით, მის ქმედებას გამართლება არ აქვს.
 
რაც შეეხება სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე  სხვა ბრალდებულებს, მათ შორის  ჯანდაცვის სამინისტროს სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს გია თვალავაძეს, იგი მისდამი წაყენებულ ბრალდებას უარყოფს 
 
როგორც ადვოკატი ლალი აფციაური აცხადებს,  მისი  დაცვის ქვეშ მყოფები არ აღიარებენ ბრალად წარდგენილ ქმედებას, ,,. არავითარი მტკიცებულება საქმეში არაა, რომელიც გია თვალავაძის დანაშაულს ამტკიცებს", – განაცხადა ლალი აფციაურმა.
 
ამასთან, ადვოკატი განმარტავს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე მუდმივად შედიოდა შეტყობინებები, წამლების ურეცეპტოდ რეალიზაციაზე და ამ შეტყობინებებზე შესაბამისი რეაგირება ხდებოდა და ამაზე დაცვის მხარე სასამართლო პროცესზე ისაუბრებს.
 
შეგახსენებთ, სუს-მა ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის სფეროში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე ორი დღის წინ დააკავა. ასევე, ბრალდებულის სახით დაკავებულები არიან უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში ჩართული საქართველოს მოქალაქეები: ნინო კ, ქეთევან ჩ, ლაშა ჩ, ნინო გ. და ნათელა მ.
 
 

სიახლეები

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებულ პოლიციელებ პასტიმრობა შეეფარდათ

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებული პოლიციელები წინასწარ ორ-თვიან პატიმრობაში გაუშვეს - გადაწყვეტილება გორის რაიონული...

ზურაბ მენთეშაშვილს 9 თვით პატიმრობა მიუსაჯეს

გზის განმეორებით გადაკეტვისთვის დაკავებულ ზურაბ მენთეშაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 9 თვით...

მოსკოვს არ უნდა მიეცეს ევროპის საჰაერო სივრცის დაუსჯელად დარღვევის უფლება – კალასი

რუსული დრონის გალაცში საცხოვრებელ კორპუსზე დაცემა რუმინეთის სუვერენიტეტისა და ევროპის საჰაერო სივრცის აშკარა და...

29-30 მაისს მოსალოდნელია ნალექი, ძლიერი ქარი, ზღვაზე შტორმი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29-30 მაისს საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი...