მთავარისიახლეებიპოლიტიკარაულ ხაჯიმბას განცხადება რუსეთის თვითმფრინავის ჩამოგდებასთან დაკავშირებით

რაულ ხაჯიმბას განცხადება რუსეთის თვითმფრინავის ჩამოგდებასთან დაკავშირებით

Published on

რაულ ხაჯიმბა მარტო არ ტოვებს რუსეთს და  საგანგებო განცხადებით ეხმაურება ,,სირიაში რუსეთის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებასთან დაკავშირებით''. განცხადება ხაჯიმბამ გააკეთა გუშინ საღამოს და როგორც პირველივე ფორმულირებაში  ჩანს,  ,,გაამყარა'' თვითმფრინავის ჩამოგდების მიზეზისა და ადგილის რუსული ვერსია, რომლის თანახმად, რუსულ გამანადგურებლს თურქეთის საჰაერო სივრცე არ დაურღვევია და სირიის ცაში ესროლეს თურქეთიდან.  

,,აფხაზეთის რესპუბლიკა სრულ მხარდაჭერას უცხადებს რუსეთის ფედერაციას საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში, რომელიც წარმოადგენს საფრთხეს  მშვიდობისა და სტაბილურობისათვის როგორც ახლოაღმოსავლეთ  რეგიონში, ისე გლობალური მასშტაბით –  ნათქვამია რაულ ხაჯიმბას განცხადებაში. 

რუსეთის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების ინციდენტს ჩვენ ვაფასებთ როგორც  საერთაშორისო ტერორიზმის აღკვეთისათვის  რუსეთის ძალისხმევის ჩაშლის მცდელობას და გადაჭრით ვგმობთ ამ აქტს. 

გამოვთქვამთ იმედს, რომ საერთაშორისო საზოგადოება სათანადო შეფასებას მისცემს ამ მიუღებელ ქმედებებს, ისე, როგორც ეს   შეესაბამება თანამშრომლობის ინტერესებს ტერორიზმის საფრთხესთან გამკლავებაში, რომლის მსხვერპლია სხვადასხვა ქვეყნის ათასობით მოქალაქე. '' – წერს ხაჯიმბა.

ნიშანდობლივია, რომ ხაჯიმბას განცხადებაში  პირდაპირ ერთხელაც არ ნახსენები თურქეთის მხარე. იგი აშკარად ვერ არის კარგ დღეში, ერთის მხრივ ესმის, რომ ამგვარ განცხადებას არ მოუწონებენ   არც აფხაზური დიასპორა თურქეთში და არც თურქული ბიზნესის ის წარმომადგენლები, რომლებიც საქართველოს გვერდის ავლით მიდიან მასთან კონტაქტზე და თანამშრომლობაზე, მაგრამ   რუსეთის წინაშე ნაკისრი ვალდებულებაც  თავისას ითხოვს… 

 

 

 

 

 

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...