ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის დასკვნითი საჯარო განხილვა გაიმართა საკრებულოს სხდომათა დარბაზში, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე, ქალაქ ზუგდიდის მერი, საკრებულოს ფრაქციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და საკითხით დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და სარევიზიო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე კახაბერ ფარცვანიამ დამსწრეებს 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის განახლებული პროექტი გააცნო. მომდევნო წლისათვის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი წარმოდგენილია 18 მილიონ 597 ათასი ლარით, რაც წინა წელთან შედარებით 2 მილიონ 700 ათასი ლარით მეტია. აქედან, წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები 5 281 200 ლარით დაფინასდება. თავდაცვა – 221 000 ლარით, ინფრასტრუქტურის განვითარება – 5 365 000 ლარით. განათლება – 2 155 000 ლარით, კულტურა, რეელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები – 4 164 000 ლარით, მოსახლეობის ჯანდაცვა და უზრუნველყოფა – 1 211 000 ლარით. კახაბერ ფარცვანიამ მერიის სამსახურებს საკრებოლოსა და სამოქალაქო სექტორის შენიშვნები და რეკომენდაციები გააცნო. კერძოდ, საჯარო სკოლების ფინანსური ხელშეწყობის გაზრდა, ქუჩების ნუმერაციის პრობლემების მოგვარება, თეატრის დაფინანსების გაზრდა, ფენილკეტონური და ცელიაკიით დაავადებულ ბავშვთა საკვებით უზრუნველყოფის პროგრამის დაფინანსება, მარტოხელა მოხუცთა თავშესაფრის მშენბელობის დაფინანსება, საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია და მაწანწალა ძაღლების თავშესაფრის მშენებლობა. დღევანდელ შეხვედრაზე, რომელიც დაახლოებით სამი საათი გაგრძელდა საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს შენიშვნები და რეკომენდაციები ჰქონდათ ცალკეულ მიმართულებებთან დაკავშირებით. საკრებულოს ფრაქცია"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის ანა წითლიძის განცხადებით, აღნიშნული ბიუჯეტის პროექტის დაახლოებით 7 მილიონი ლარი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხელფასებზე, პრემიებზე და მომსახურეობებზე დაიხარჯება. ამასთან, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელის განმარტებით, ბიუჯეტის პროექტის განხილვისას მეტი კონკრეტიკაა საჭირო. არჩილ თოდუას განცხადებით, თითოეულ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია თუ რაში ხარჯავს ადგილობრივი ხელისუფლება თანხებს. 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას დიდი ყურადღება დაეთმო საფეხბურთო კლუბ "ზუგდიდის" დაფინასების საკითხს. დამსწრეების უმრავლესობის და ამავე დროს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელის არჩილ თოდუას განმარტებით, მუნიციპალიტეტი არ უნდა აფინანსებდეს საფეხბურთო გუნდს, მითუმეტეს მაშინ, როცა გუნდი წარუმატებლად ასპარეზობს ეროვნულ ჩემპიონატში.ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მერაბ ქვარაიას განცხადებით, შეხვედრაზე გამოთქმული შენიშვნები თუ რეკომენდაციები თავს მოიყრის საბოლოო დოკუმენტში და უკვე ხვალ ქალაქ ზუგდიდის მერს გადაეგზავნება, ხოლო შეხვედრის ბოლოს ქალაქ ზუგდიდის მერმა ირაკლი გოგოხიამ ჟურნალისტებთან იმ შენიშვნებზე და რეკომენდაციებზე გააკეთა კომენტარი, რომელიც ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვისას გამოითქვა. რას გაიზიარებს ან გაითვალისწინებს ქალაქის მერი მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში ეს უკვე უახლოეს პერიოდში იქნება ცნობილი.
სიახლეები
საზოგადოება
2025 წელს საქართველო 31 ათასზე მეტმა ახალგაზრდამ და 11 ათასზე მეტმა ბავშვმა დატოვა – საქსტატი
საქართველოდან ახალგაზრდების ემიგრაციის მასშტაბი კვლავ მაღალია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წელს ქვეყანა 20-დან...
საზოგადოება
ვახო სანაიას Facebook-ზე დაწერილი სტატუსის გამო 30 დღით პატიმრობა შეუფარდეს
Facebook-ზე დაწერილი სტატუსის გამო, ჟურნალიტ ვახო სანაიას 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე...
საზოგადოება
ღარიბაშვილის ბოიკოტი -ის სასამართლო პროცესს არ ესწრება
საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაყვანაზე უარი თქვა და 19 ოქტომბერს...
მსოფლიო
ტრამპი ცდილობს, უკრაინა აიძულოს, რუსეთის წინაშე კაპიტულაცია გამოაცხადოს – ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცდილობს, უკრაინა რუსეთის წინაშე კაპიტულაციაზე...