მთავარისიახლეებისამართალი,, საპატრიარქოს სახელით შანტაჟის და დაშინების ენით გველაპარაკებიან“ - დეკანოზ მამალაძის...

,, საპატრიარქოს სახელით შანტაჟის და დაშინების ენით გველაპარაკებიან“ – დეკანოზ მამალაძის ადვოკატები საპატრიარქოს გუშინდელ განცხადებას ეხმაურებიან

Published on

გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით საპატრიარქოს გუშინდელ განცხადებას მსჯავრდებული დეკანოზის ადვოკატები ფორსმაჟორულ ვითარებაში გაკეთებულ შეფასებად მოიხსენიებენ.
 
დაკავებული სასულიერო პირის უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ საპატრიარქოს გარკვეულ ნაწილს ეშინია გიორგი მამალაძის შესაძლო შეწყალების, რაც მათი თქმით, ამ განცხადებების გაკეთების მიზეზია.
 
უფლებადამცველები მზად არიან, წმინდა სინოდის ყველა კითხვას პასუხი გასცენ. მათი თქმით, ყველაფრის სააშკარაოზე გამოტანა გიორგი მამალაძის მთავარი მოთხოვნაც არის.
 
„ისინი ფორსმაჟორულ სიტუაციაში გადავიდნენ, რადგან არსებობს რისკი, რომ იმ კონკრეტული ჯგუფის უკანონობები., რომელიც საპატრიარქოს სახელით გვესაუბრება, გამოაშკარავდეს. აგრძელებენ მეუფე იაკობის პათოსს, შანტაჟის და დაშინების ენით გველაპარაკებიან,“- განაცხადა ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ.
 
საპატრიარქომ გუშინ გიორგი მამალაძე ცილისწამებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მას აუცილებლად მოუწევს პასუხი გასცეს წმინდა სინოდს.
 
 ჩვენ არ ვიცით, შეიწყალებენ თუ არა მამალაძეს, მაგრამ მას აუცილებლად მოუწევს პასუხი გასცეს წმინდა სინოდს იმ ცილისწამებების გამო, რასაც თითქმის ორი წელია ავრცელებს, ან მისი სახელით ავრცელებენ, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში. 
 
როგორც საპატრიარქოს განცხადებაშია აღნიშნული, ბოლო დროს კვლავ გააქტიურდა ზოგიერთი მედია დეკანოზ გიორგი მამალაძესთან მიმართებაში.
„მას წარმოაჩენენ სიმართლისათვის დევნილად, კორუფციასთან მებრძოლად და ამ მიზეზით დასჯილად; საპატრიარქოს კი – დამნაშავეთა დამფარველად და უსამართლობის ხელშემწყობად.
 
ამ აზრს კარგა ხანია ავრცელებენ, თუმცა არა ასეთი აქტიურობითა და სიმკვეთრით. მიზანია ეკლესიის და სასულიერო დასის დისკრედიტაცია და, ამასთან, შეწყალების მისაღწევად გარკვეული ზემოქმედების მოხდენა პრეზიდენტზე და საზოგადოებაზე.
 
,,ციანიდის“ საქმესთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს თავისი პოზიცია დღემდე არ დაუფიქსირებია ორი მიზეზის გამო: არ იცნობს გამოძიების მასალებს და ამასთან, თავს იკავებს განცხადებებისაგან, რომ ნებსით თუ უნებლიედ, დამატებითი ზიანი არ მიეყენოს დაკავებულს. 
 
ჩვენ გვაქვს მოცემულობა, რომ, ფაქტიურად, სამი ინსტანციის სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა.
ჩვენ ვერ შევაფასებთ სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივ მხარეს, მაგრამ შევნიშნავთ, რომ, სამწუხაროდ, როგორც დეკანოზი გიორგი მამალაძე, ისე მისი ინტერესების დამცველები მედიასთან ურთიერთობაში სიცრუეს მუდმივად იყენებენ და ხალხი შეცდომაში შეჰყავთ.
სიცრუეა ისიც, თითქოს საქართველოს საპატრიარქოში მილიონობით თანხებზე ხდება კორუფციული გარიგებები და რ
ომ დეკანოზი ამის მხილებას შეეწირა.
საერთოდ, ეკლესია არავისი დაპატიმრების მოსურნე არ არის; ამისთვის იმ ადამიანებსაც არ იმეტებს, რომელთაც მორალურად, თუ მატერიალურად სერიოზული ზიანი მიაყენეს მას. რატომ იქნება იგი მამალაძის დაჭერის მომხრე, ან რატომ არ დაიცავს მას, თუ ამის საფუძველი მიეცემა?!
 
ჩვენ არ ვიცით, შეიწყალებენ თუ არა მამალაძეს, მაგრამ მას აუცილებლად მოუწევს პასუხი გასცეს წმინდა სინოდს იმ ცილისწამებების გამო, რასაც თითქმის ორი წელია ავრცელებს, ან მისი სახელით ავრცელებენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

სიახლეები

ციხეში ქრისტეს დაბადებას ყველაზე მეტად იგრძნობდნენ ჩვენი პატიმრები- მამა ილია

"ციხეში ქრისტეს დაბადებას ყველაზე მეტად იგრძნობდნენ ჩვენი პატიმრები. დღეს ყველაზე ახლოს მათთან არის ქრისტე"...

ორი პირი დაჭრეს, ორს – მანქანა დააჯახეს, დაკავებულია სამი პირი – შემთხვევა გარდაბანში

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის, სხვისი მფლობელობის ხელშეუხებლობის...

ყაჩაღობისთვის ძებნილი ერთი პირი დავაკავეთ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ძებნის სამმართველოსა და აჭარის მთავარი სამმართველოს...

თბილისში 22 წლის ბიჭი დაჭრეს

თბილისში 22 წლის პირი დაჭრეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცხელებს. გელა გელაძის უწყების...