მთავარისიახლეებისაზოგადოებანიკა გვარამია: ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია - შიგნით აქცია, გარეთ სანქცია

ნიკა გვარამია: ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია

Published on

ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია – გარეთ სანქცია, – ამის შესახებ კოალიცია “ცვლილებისთვის” ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ოპოზიციის ერთიანობა და ხელისუფლების ალტერნატივის შექმნა როგორც მიმდინარე პროტესტის გაძლიერებისთვის, ისე საერთაშორისო მხარდაჭერის მოსაპოვებლად გადამწყვეტია.ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია – გარეთ სანქცია; ალტერნატივა.

ის, ვინც ერთიანობაზე უარს ამბობს, და კიდევ უფრო მეტად ის, ვინც პირდაპირ ღიად, თუ ფარულად ებრძვის ნებისმიერ ერთიანობას და პირდაპირ, თუ ირიბად ცდილობს დაანგრიოს ნებისმიერი გაერთიანება, საბოტაჟს უწყობს სამივე მიმართულებას.

ერთიანობა და ალტერნატივა არის მთავარი მოთხოვნა საზოგადოების და პროტესტის უმნიშვნელოვანესი წინაპირობა – ეს 26 მაისის აქციამაც აჩვენა. ხალხს სჭირდება იმის დანახვა, რომ პროტესტი პოლიტიკურად შეიძლება გადაითარგმნოს და პოლიტიკურმა სპექტრმა რეალურად შეცვალოს. ამ რწმენის გარეშე, პროტესტიც სუსტდება – იმედგაცრუება აპასიურებს.

ერთიანობა და ალტერნატივა უმნიშვნელოვანესი და გადამწყვეტია საერთაშორისო საზოგადოებისთვის რწმენის განმტკიცებისთვის, რომ ცვლილებები შესაძლებელია და სანქციებით უბრალოდ ვინმეს კი არ სჯიან, არამედ ქართველ ხალხს და დემოკრატიულ პოლიტიკურ სპექტრს უმარტივებენ ქვეყნის დასავლეთის გზაზე დაბრუნებას და დემოკრატიის აღდგენას.

ყველა უნდა დაფიქრდეს იმაზე, რას აკეთებს, რა უნდა და რას აპირებს. ყველა უნდა დაფიქრდეს, რისთვის იბრძვის – პოლიტიკური თვითდამკვიდრებისთვის, ოპონენტების დასუსტებისთვის 2028 წლის არჩევნების წინ, ციხიდან გამოსასვლელად (ან იქ არ შესასვლელად), თუ იბრძვის ქვეყნისთვის და იბრძვის ბიძინას წინააღმდეგ. სიტყვების რახარუხი არაფერს არ ცვლის და ხშირად საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება, რადგან ძალიან ბევრ შემთხვევაში “ფიცი გვწამს, ბოლო გვაკვირვებს, – წერს ნიკა გვარამია „ფეისბუქზე”.

სიახლეები

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 10%-ით შემცირდა

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 2026 წელს, წინა წელთან შედარებით, 10%-ით შემცირდა. სახელმწიფოს...

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს -...

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, 3 141 აბიტურიენტი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ცნობით, 2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე,...