მთავარისიახლეებისაზოგადოებახადას ხეობაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის ადვოკატმა კობაურის დაცვაზე უარი განაცხადა

ხადას ხეობაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის ადვოკატმა კობაურის დაცვაზე უარი განაცხადა

Published on

ხადას ხეობაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მალხაზი კობაურის ადვოკატი საქმეს ჩამოშორდა. განცხადება ამის შესახებ დავით გირგვლიანმა სოციალურ ქსელ Facebook-ში, მის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.
„საზოგადოების წინაშე თავს ვალდებულად ვთვლი, გავაკეთო შემდეგი განცხადება: ხადას ხეობაში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე მე ვიცავდი ბრალდებულ მალხაზ კობაურის ინტერესებს. ამ საქმეში ჩავერთე იმიტომ, რომ დამედგინა ჭეშმარიტება, ვინაიდან არასოდეს მოვრიდებივარ სისტემის წინააღმდეგ ბრძოლას, მუდამ ვიბრძოდი და კვლავაც გავაგრძელებ ბრძოლას სამართლიანობისათვის. თუმცა რაც შეეხება ხადას ხეობაში მომხდარი ტრაგედიის საქმეს, მე, როგორც თავისუფალი პროფესიის წარმომადგენელი ადვოკატი მივიჩნევ, რომ აღნიშნული საქმე უნდა გაგრძელდეს ჩემი მონაწილეობის გარეშე. წარმატებას ვუსურვებ ჩემს კოლეგას ან/და კოლეგებს, ვინც გააგრძელებს მის დაცვას, ვინაიდან ყველა ადამიანს აქვს დაცვის უფლება მიუხედავად ბრალად წარდგენილი დანაშაულის სიმძიმისა, თუმცა მე მივიჩნევ, რომ აღნიშნული პროცესი უნდა გაგრძელდეს ჩემს გარეშე. ყველას მინდა დიდი მადლობა გადავუხადო როგორც თბილი სიტყვებისათვის, ასევე, კრიტიკული ოპონირებისთვის. მე აღარ ვაგრძელებ აღნიშნული საქმის წარმოებას, თუმცა ვრჩები ჩემი პროფესიის და სიმართლის ერთგული. სხვა რაიმე კომენტარს აღნიშნულ საქმეზე აღარ გავაკეთებ“, – წერს გირგვლიანი.
ტელევიზიებმა გაავრცელეს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომლის თანახმადაც ხადას ხეობაში მოკლული ლორა სმითის სხეულიდან ამოღებულია მალხაზ კობაურის გენეტიკური პროფილი, რაც სექსუალურ კავშირზე მიანიშნებს. გამოძიება ლორა სმიტის გაუპატიურების ვერსიაზე მუშაობს. 
 

სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...