მთავარისიახლეებიკონფლიქტებიირანის პარლამენტის თავმჯდომარე იმუქრება და ისრაელს "ოკუპირებულ ტერიტორიას" უწოდებს

ირანის პარლამენტის თავმჯდომარე იმუქრება და ისრაელს “ოკუპირებულ ტერიტორიას” უწოდებს

Published on

ირანის პარლამენტის თავმჯდომარე, მოჰამედ ბაყერ ყალიბაფი აშშ-ს მხრიდან იერიშის შემთხვევაში ამერიკულ სამხედრო ობიექტებსა და ისრაელზე თავდასხმით დაიმუქრა და პრევენციული ზომების შესაძლებლობა არ გამორიცხა. 

ამის შესახებ ყალიფაბმა პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ილაპარაკა. ყალიბაფი ისრაელს “ოკუპირებულ ტერიტორიად” მოიხსენიებდა. 

“ირანზე თავდასხმის შემთხვევაში, როგორც ოკუპირებული ტერიტორია, ისევე რეგიონში არსებული ყველა ამერიკული სამხედრო ცენტრი, ბაზა და ხომალდი ჩვენი ლეგიტიმური სამიზნე იქნება. ჩვენ თავს არ შევიზღუდავთ მხოლოდ ქმედების შემდგომ საპასუხო რეაგირებით და ვიმოქმედებთ საფრთხის ნებისმიერ ობიექტურ ნიშნებზე დაყრდნობით”. – თქვა ყალიბაფმა. 

ამასთან, ყალიბაფმა პოლიცია და ირანის პარამილიტარული რევოლუციური გვარდია “ბასიჯი” შეაქო. მისი თქმით პროტესტის დროს ირანის პოლიციას “მტკიცე პოზიცია უკავია”.

“ირანელმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ მათ უკიდურესად მკაცრად მოვექცევით და დავსჯით ყველას, ვინც დაკავებულია”. – განაცხადა ყალიბაფმა.

ცნობისთვის, ტრამპი ხამენეის რეჟიმს არაერთხელ დაემუქრა და მთავრობა გააფრთხილა, რომ თუკი დემონსტრანტებს მოკლავდნენ, აშშ საპასუხო ნაბიჯებს გადადგამდა. 

“ირანი თავისუფლებას უყურებს, ალბათ ისე, როგორც არასდროს, აშშ მათ გვერდით დგას დასახმარებლად”. – დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე 10 იანვარს.

სიახლეები

რუსეთში აფხაზ სტუდენტებს რუსულ ჯარში გაწვევა ემუქრებათ

რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე აფხაზი სტუდენტები, რომლებსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ, მოულოდნელად რუსეთის არმიაში გაწვევის...

პენიტენციური უარყოფს, რომ ციხეში ახლა უკვე მეორე ძმა ფეიქრიშვილსაც სცემეს

ძმებ ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ დავითის შემდეგ, დღეს ციხის საკანში მისი მეორე შვილი, გიორგი...

წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილის ცხედარი იპოვეს

ოკუპირებული აფხაზეთის დაბა წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, კარიერნაიას ქუჩაზე, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილი ბიჭის ცხედარი აღმოაჩინეს. 24...

„ამ ინტერვიუს აუცილებლად უნდა უყუროთ“ – აიან შარიფბაიევი ზელენსკის 

ყაზახი ჟურნალისტი და პოლიტიკური მიმომხილველი: "თქვენ აუცილებლად უნდა ნახოთ ზელენსკის ეს ინტერვიუ სტივენ ბარტლეტთან. კამერის წინ...