მთავარისიახლეებიომბუდსმენი 2025 წელს "ოცნების" მიერ მიღებულ კანონებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს

ომბუდსმენი 2025 წელს “ოცნების” მიერ მიღებულ კანონებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს

Published on

წარვადგენთ საკონსტიტუციო სარჩელს, რომლითაც მთელი რიგი მუხლები, რომლებიც ბოლო წელს იქნა მიღებული პარლამენტის მიერ იქნება გასაჩივრებული” – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა “ლევან იოსელიანმა” საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, საკონსტიტუციო სარჩელი არა მხოლოდ შეკრების და მანიფესტაციის კანონში შეტანილ ცვლილებებზე, არამედ ჯარიმების ზრდასაც შეეხება.
იოსელიანმა აღნიშნა, რომ ომბუდსმენის აპარატი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს ცვლილებები მოვიდეს შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან.
ომბუდსმენის განმარტებით, სარჩელის მომზადება რამდენიმე დღეში დასრულდება და “წელს თუ არა, მომავალი წლის დასაწყისში წარდგენილი იქნება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში”.
ეს წელი, ისევე როგორც წინა წელი, არ იყო მარტივი ამ თვალსაზრისით, რაც შეეხება ადამიანის უფლებებს. […] ის ცვლილებები, რაც ბოლო წელს განხორციელდა, ორ ეტაპად მოხდა ამ ცვლილებების შეტანა კანონმდებლობაში, ორივე შემთხვევაში ჩემს მიერ მოთხოვნილი იქნა დასკვნა ეუთო-ოდირის მიერ. ორივე შემთხვევაში გაიგზავნა ცვლილებების პაკეტი და მათ შეაფასეს ეს ცვლილებები ორივე შემთხვევაში ნეგატიურად. მთელი რიგი დასაბუთება არსებობს, თუ რატომ ზღუდავს ეს ცვლილებები ადამიანის უფლებებს გარკვეული მიმართულებით. რაც შეეხება გაფრთხილებას [აქციის ჩატარებამდე შსს-ს], ამის შესახებ ჩანაწერი არსებობს კონსტიტუციაში, არ არის სიახლე. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ეს თავისი შინაარსით არ გახდეს რაღაც სავალდებულო, ნებართვის მაგვარი, რაც თავისთავად კონსტიტუციასთანაც წინააღმდეგობაში მოდის და არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ ეს არ უნდა გულისხმობდეს სანებართვო ვალდებულებას აქციის მონაწილეების მიმართ, რომლებიც ვთქვათ სპონტანურად მართავენ აქციას.
მინდა, საზოგადოებამ იცოდეს, რომ ჩვენ საფუძვლიანად ვმუშაობთ ამ ბოლო დროს განხორციელებული ცვლილბების შესახებ. დაწყებული ნიღბების ბლანკეტური აკრძალვიდან დამთავრებული სხვა ტიპის ცვლილებებით, რომელბიც არის კანონმდებლობაში შესული.
[…] ის, რაც კონსტიტუციით არის გარანტირებული, ბუნებრივია, ამას წესით ვერაფერი უნდა შეეხოს. მეორე საკითხია, სახელმწიფო როგორ გადაწყვეტს ჩაერიოს გამოხატვის თავისუფლებაში და აღასრულოს ის კანონი, რომელიც მიიღეს. თუ არის ადამიანების საკმარისი რაოდენობა, რა თქმა უნდა, აქვთ სრული ლეგიტიმურობა გადაკეტონ როგორც საფეხმავლო, ისე სატრანსპორტო სავალი ნაწილი. მაგრამ თუ ასეთი ნაწილი არ არის, მცირე ჯგუფს ასეთი ლეგიტიმაცია არ გააჩნია. […] რაოდენობას კანონმდებლობა ვერ დააკონკრეტებს, ეს ძალიან პირობითია. შეიძლება, ერთი ქუჩის გადაკეტვისთვის საკმარისი იყოს 500 ადამიანი, ხოლო მეორესთვის ეს ციფრი არაფრის მომასწავებელი არ იყოს. კონკრეტულ ადგილს გააჩნია, ადამიანების რაოდენობას გააჩნია, იმ გარემოსაც, სადაც პროტესტი მიმდინარეობს. მთავარი პრინციპი არის, რომ ადამიანებს არ უნდა შეეზღუდოთ პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა. მაგალითად, ბლანკეტურად ნიღბების აკრძალვა არ მიმაჩნია სწორად. როდესაც კანონმდებლობამ ყველანაირი ნიღბის ტარება ბლანკეტურად აკრძალა მშვიდობიანი შეკრების პირობებში, მე ვფიქრობ, ეს არათანაზომიერი სანქციაა შეკრებასთან მიმართებაში. და ზოგადად, ლოგიკური არ არის, როგორ შეიძლება ადამიანს აუკრძალო ნიღბის გაკეთება, თუ მას ეს ესაჭიროება. მარტო ჯანმრთელობის ნაწილი არ არის. არსებობს ნიღაბი, რომელიც რელიგიური ატრიბუტი არის ვიღაცისთვის.
[…] მიმდინარეობს დღეს მუშაობა და სავარაუდოდ, წელს ალბათ ვერ მოესწრება, ან თუ მოესწრება, შეიძლება, წელსაც, წარვადგენთ საკონსტიტუციო სარჩელს, რომლითაც მთელი რიგი მუხლები, რომლებიც ბოლო წელს იქნა მიღებული პარლამენტის მიერ იქნება გასაჩივრებული. არამარტო შეკრების და მანიფესტაციის კანონში ცვლილებებზე, არამედ იცით, ჯარიმების რაოდენობაც რომ გაიზარდა, უალტერნატივოდ ადმინისტრაციული პატიმრობა შემოვიდა.
სწორედ პროპორციულობის და თანაზომადობის პრობლემას ვხედავთ: უალტერნატივოდ პატიმრობის გამოყენება, შემდგომში პირდაპირ სისხლისსამართლებრივი სასჯელის შემოღება და ამიტომ ვთვლით, რომ ეს ის ნაწილია, რომელიც უნდა გასაჩივრდეს საკონსტიტუციო სასამართლოში და ვფიქრობთ, რომ სასამართლომ უნდა იმსჯელოს ამ სასჯელების თანაზომიერების შესახებ. […] ჩვენ მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ცვლილებები მოვიდეს შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან.
ეს სარჩელი სულ რამდენიმე დღეში დასრულდება, მისი მომზადება, და წელს თუ არა, მომავალი წლის დასაწყისში წარდგენილი იქნება საქართველოს საკონსკტიტუციო სასამართლოში,” – განაცხადა ლევან იოსელიანმა. (“ტაბულა”)

სიახლეები

ელექტროენერგიის ტარიფი იზრდება

მარეგულირებელი კომისია ელექტროენერგიის ახალი ტარიფების დასადგენად ემზადება. სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია აცხადებს, რომ ელექტროენერგიის...

აქტივისტი როსტო ზარანდია ზუგდიდის მერიამ 2000 ლარით დააჯარიმა

როსტო ზარანდია, რომელმაც ანაკლიაში "მეგობარი აქტის" 380-მეტრიანი გეოგლიფი გამოსახა, ზუგდიდის მერიამ 2000 ლარით დააჯარიმა. ზუგდიდის...

ზელენსკი-უკრაინა არ ეთანხმება NATO-ს წევრობაზე უარს, ეს გადაწყვეტილება წევრების მისაღებია

პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა არ ეთანხმება NATO-ს წევრობაზე უარს, რომელიც ომის დასრულების გეგმის...

ამოღებულია 153 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება ,,მეთადონი“ – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული...