მთავარისიახლეებისამართალიზვიად კუოპრავა: ,,ჩვენ ვიბრძოლებთ მანამ, სანამ არ დავადგენთ სიმართლეს, როგორც ამ ორ...

ზვიად კუოპრავა: ,,ჩვენ ვიბრძოლებთ მანამ, სანამ არ დავადგენთ სიმართლეს, როგორც ამ ორ , ასევე სხვა საქმეებზე”

Published on

დღეს პანკისის ხეობაში ზაზა სარალიძე და ზვიად კუპრავა ჩავიდნენ.

ისინი სოფელ დუისში მალხაზ მაჩალიკაშვილის სახლში იმყოფებიან და ოჯახის წევრებთან ერთად სამომავლო გეგმებზე საუბრობენ.
 
„უნდა დავგეგმოთ როგორი იქნება ჩვენი პოზიციები, მაგრამ აქვე ვიტყვი, რომ ჩემი პოზიციაა ბოლომდე ბრძოლა, ვიდრე თემირლანს არ აღიარებენ უდანაშუალოდ, სანამ გოგაშვილი და სპეცრაზმელი არ დაისჯებიან. ეს იყო ტერაქტი და ამის დამგეგმავი იყო მინისტრი გიორგი გახარია“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა. 
 
მალხაზ მაჩალიკაშვილმა ზვიად კუპრავას და ზაზა სარალიძეს ის ოთახი დაათვალიერებინა, სადაც სპეცოპერაციის ღამეს თემირლან მაჩალიკაშვილი დაიჭრა. მოგვიანებით კი, თემირლან მაჩალიკაშვილის საფლავზე მივიდნენ.
 
მანვე დღეს განმარტება გააკეთა თემირლან მაჩალიკაშვილის ტელეფონის ექსპერტიზის საკითხზე. "ქრონიკის" ინფორმაციით, მათ ექსკლუზიურად მოიპოვეს მასალები, რომელთა შორისაც ერთ-ერთი დოკუმენტი სატელეფონო ამონაწერია. „ამონაწერიდან ირკვევა, ვისთან დარეკა აჰმედ ჩატაევმა სოფელ კირნათიდან, თურქეთის საზღვრის გადმოკვეთისთანავე. ირკვევა, რომ რამდენიმე სატელეფონო ზარის ადრესატი, თემირლან მაჩალიკაშვილი იყო. საქმის მასალების მიხედვით, ეს ნომერი გარდაცვლილ მაჩალიკაშვილზე ოფიციალურად იყო გაფორმებული“, – იუწყება „ქრონიკა“ .
 
„რაც შეეხება ტელეფონის ექსპერტიზას, ეს არის აგორებული ტყუილი, რადგან სუს-მა დაინახა, რომ მთელი საქართველო და ხეობა ჩვენს გვერდით არის და ათას სისულელეს იგონებენ. ძალა ჩვენს ხელშია, ხალხის ხელშია და ხალხს ჩემი სიმართლის სჯერა", – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
როგორც ზვიად კუპრავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მალხაზ მაჩალიკაშვილთან და ზაზა სარალიძესთან ერთად გადაწყვეტს შემდგომ სამოქმედო ნაბიჯებს. 
"ჩვენ ჩამოვედით პანკისის ხეობაში მაჩალიკაშვილებთან, რათა  ამ 14-დღიანი იძულებითი პატიმრობის შემდეგ ვისაუბროთ მომავალი ბრძოლის გეგმებზე და სტრატეგიაზე, თუ რა ფორმით გავაგრძელებთ ბრძოლას. ჩვენ ვიბრძოლებთ მანამ, სანამ არ დავადგენთ სიმართლეს, როგორც ამ ორ საქმეზე, ასევე სხვა საქმეებზე. როდესაც ამ საქმეებზე ვსაუბრობთ, აუცილებლად ვფიქრობთ სხვა ოჯახებზეც, რომლებიც სამართალს ეძებენ, ჩვენ ყველას ინტერესებს ვატარებთ, ვინც სისტემის მსხვერპლია", – განაცხადა ზვიად კუპრავამ.
 

სიახლეები

ჯიჭონაიების ოჯახი სახლიდან გამოასახლეს

მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად, ზუგდიდში, ჯიჭონაიების შვიდ სულიანი ოჯახი სახლიდან იძლებით გამოსახლეს. სახლის ყველა კარი...

სახელმწიფო უწყებებში ქრთამის აღების ფაქტები 150%-ით გაიზარდა

სახელმწიფო უწყებებში ქრთამის აღების ფაქტები 150%-ით გაიზარდა - ინფორმაციას BPN შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ...

სასამართლომ ალეკო ელისაშვილი პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარემ დღეს აღკვეთის...

საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2024 წლის აღწერის დაზუსტებულ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 2024 წლის...