მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ვარდების რევოლუციიდან" 22 წელი გავიდა

“ვარდების რევოლუციიდან” 22 წელი გავიდა

Published on

“ვარდების რევოლუციიდან” 22 წელი გავიდა. 2003 წლის ნოემბერში საქართველოს ხელისუფლება შეიცვალა მშვიდობიანი გზით. მოქალაქეთა მასობრივი საპროტესტო გამოსვლები დაახლოებით სამ კვირას გაგრძელდა და 23 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის, გადადგომით დაგვირგვინდა. საპროტესტო აქციების მსვლელობისას სხვადასხვა პოლიტიკოსები გაერთიანდნენ, გადამწყვეტი როლი მშვიდობიანი პროტესტის გამარჯვებაში კი მიხეილ სააკაშვილმა შეასრულა, რომელიც 2004 წელს საქართველოს პრეზიდენტად აირჩიეს. 

პროტესტი გამოიწვია დარღვევებმა 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებზე, რომლის შედეგები, ფართოდ გავრცელებული აზრით, სახელისუფლებო პარტიების, საქართველოს მოქალაქეთა კავშირის და აღორძინების კავშირის სასარგებლოდ იყო გაყალბებული.

ეს შეფასება დაადასტურა განსხვავებებმა არჩევნების წინასწარ შედეგებსა და ეგზიტპოლებს, აგრეთვე ხმების პარალელური დათვლის შედეგებს შორის.

ხელისუფლების შეცვლის ეს ეპიზოდი ,,ვარდების რევოლუციის” სახელით შევიდა ისტორიაში, საქართველოს მოსახლეობისა და საერთაშორისო თანამეგობრობის უდიდესმა ნაწილმა „ვარდების რევოლუცია” ჩათვალა მნიშვნელოვან ნიშანსვეტად, რომელიც საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებისაკენ შებრუნებას მოასწავებდა, რაც შემდგომში განხორციელდა კიდეც. 

საქართველოს უახლეს ისტორიაში 2003 წლის 23 ნოემბერი შესულია როგორც ახალი, დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნის თარიღი. 

სიახლეები

რუსეთში აფხაზ სტუდენტებს რუსულ ჯარში გაწვევა ემუქრებათ

რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე აფხაზი სტუდენტები, რომლებსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ, მოულოდნელად რუსეთის არმიაში გაწვევის...

პენიტენციური უარყოფს, რომ ციხეში ახლა უკვე მეორე ძმა ფეიქრიშვილსაც სცემეს

ძმებ ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ დავითის შემდეგ, დღეს ციხის საკანში მისი მეორე შვილი, გიორგი...

წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილის ცხედარი იპოვეს

ოკუპირებული აფხაზეთის დაბა წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, კარიერნაიას ქუჩაზე, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილი ბიჭის ცხედარი აღმოაჩინეს. 24...

„ამ ინტერვიუს აუცილებლად უნდა უყუროთ“ – აიან შარიფბაიევი ზელენსკის 

ყაზახი ჟურნალისტი და პოლიტიკური მიმომხილველი: "თქვენ აუცილებლად უნდა ნახოთ ზელენსკის ეს ინტერვიუ სტივენ ბარტლეტთან. კამერის წინ...