მთავარისიახლეებიპოლიტიკაჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი მეუფე საბა "ქართულ ოცნებას" აკრიტიკებს

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი მეუფე საბა “ქართულ ოცნებას” აკრიტიკებს

Published on

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი ემიგრანტების საარჩევნო ხმასთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას აკრიტიკებს.

მეუფე საბა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვრცელ წერილში წერს, რომ დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნის ნაცვლად, ემიგრანტებისთვის კენჭისყრაში მონაწილეობის აკრძალვა მათ ინტერესებს ეწინააღმდეგება.

ჩვენ მივიღეთ რეალობა, რომელმაც შეუძლებელი გახადა ემიგრანტებისთვის არჩვნებში მონაწილეობა” – წერს წმინდა სინოდის წევრი.

“უკანასკნელ დღეებში გამოცხადებულმა გადაწყვეტილებამ, რომლის თანახმადაც საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებისთვის საარჩევნო უბნები აღარ გაიხსნება, მძიმე და მტკივნეული რეალობა შეუქმნა ათასობით ქართველ ემიგრანტს.

მე როგორც მღვდელმთავარი, უკვე მრავალი წელია ვემსახურები ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა და მექსიკაში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს. ამ გამოცდილებამ მაჩვენა ემიგრანტების ყოველდღიური ბრძოლა, ოჯახების მიმართ განცდილი მონატრება და ყველაზე მნიშვნელოვანი მათი ერთგული სურვილი, რომ მიუხედავად ფიზიკური დისტანციისა, სამშობლოს მოქალაქეობრივ ცხოვრებაში მონაწილეობაზე არ თქვან უარი და არჩევანის უფლება სრულფასოვნად გამოიყენონ. სწორედ ამიტომ მქონდა მოლოდინი და იმედი, რომ შეიქმნებოდა მეტი შესაძლებლობა, გაიხსნებოდა დამატებითი უბნები და გამარტივდებოდა პროცედურები, რათა საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს რეალურად მიცემოდათ ხმის უფლება. ამის ნაცვლად, ჩვენ მივიღეთ ვითარება, რომელმაც ემიგრანტებისთვის არჩევნებში მონაწილეობა თითქმის შეუძლებელი გახდა.

მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში ჩასვლა, რაც დაკავშირებულია საგრძნობ ხარჯებთან, საბუთების არარსებობასთან, ვიზების მოლოდინთან და სხვა სირთულეებთან, ბევრისთვის მიუღწეველი მოთხოვნა და სურვილია. ეს კი ემიგრანტთა მნიშვნელოვანი ნაწილისთვის წარმოადგენს თავიანთი საკანონმდებლო და მოქალაქეობრივი უფლების ფაქტობრივ შეზღუდვას.

აქვე, დავძენ, რომ ეს სიტყვები პოლიტიკური დაპირისპირებისთვის არ დამიწერია, არამედ ეს არის სულიერი მამის შინაგანი ხმა მათთვის, ვინც ყოველდღე შრომობს აქ ამ უცხო მიწაზე, ვინც სამშობლოს სიყვარულს ატარებს გულში და ვისაც ქვეყნის მომავალში მონაწილეობა გულანთებულს უნდა და სწყურია, ამრიგად, გულდაწყვეტით ვუერთდები ჩემი სულიერი შვილების კანონიერ მოთხოვნას, რომ არ იქნას მიღებული ეს საკანონმდებლო ცვლილება და შენარჩუნდეს ხმის მიცემის დღემდე არსებული წესი.
ლოცვა-კურთხევით და კეთილი სურვილებით” -საბა (ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი).

სიახლეები

რუსეთში აფხაზ სტუდენტებს რუსულ ჯარში გაწვევა ემუქრებათ

რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე აფხაზი სტუდენტები, რომლებსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ, მოულოდნელად რუსეთის არმიაში გაწვევის...

პენიტენციური უარყოფს, რომ ციხეში ახლა უკვე მეორე ძმა ფეიქრიშვილსაც სცემეს

ძმებ ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ დავითის შემდეგ, დღეს ციხის საკანში მისი მეორე შვილი, გიორგი...

წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილის ცხედარი იპოვეს

ოკუპირებული აფხაზეთის დაბა წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, კარიერნაიას ქუჩაზე, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილი ბიჭის ცხედარი აღმოაჩინეს. 24...

„ამ ინტერვიუს აუცილებლად უნდა უყუროთ“ – აიან შარიფბაიევი ზელენსკის 

ყაზახი ჟურნალისტი და პოლიტიკური მიმომხილველი: "თქვენ აუცილებლად უნდა ნახოთ ზელენსკის ეს ინტერვიუ სტივენ ბარტლეტთან. კამერის წინ...