მთავარისიახლეებიირლანდიამ 52 ქართველი მიგრანტი დაადეპორტა

ირლანდიამ 52 ქართველი მიგრანტი დაადეპორტა

Published on

ირლანდიამ ოფიციალურად დაიწყო საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია. ქვეყნის პოლიციის, An Garda Síochána-ს, ინფორმაციით, სამშობლოში ჩარტერული რეისით გააძევეს 52 ქართველი მიგრანტი, მათ შორის 35 კაცი, 10 ქალი და 7 ბავშვი.

დუბლინის აეროპორტიდან რეისი ირლანდიის შინაგან საქმეთა სამინისტროს კოორდინაციით შესრულდა.

ოფიციალური მონაცემებით, დეპორტირებულთა საქმეები დასრულდა მას შემდეგ, რაც მათ თავშესაფარზე უარი ითქვათ და ყველა სამართლებრივი პროცედურა ამოიწურა.

ირლანდიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჯიმ ო’კალაჰანმა განაცხადა, რომ ოპერაცია განხორციელდა ევროკავშირის მიგრაციული წესების შესაბამისად და მიზნად ისახავდა „სისტემის კანონიერების დაცვისა და მიგრაციული ბალანსის აღდგენის უზრუნველყოფას“.

მინისტრის თქმით, ირლანდია აგრძელებს თანამშრომლობას საქართველოს ხელისუფლებასთან იმიგრაციის საკითხებზე და მზად არის ხელი შეუწყოს „სანქცირებული და ლეგალური მიგრაციის არხების გაძლიერებას“.

ირლანდიური მედიის ცნობით, აღნიშნული ოპერაცია სახელმწიფოს დაახლოებით 187 000 ევრო დაუჯდა. დეპორტაცია განხორციელდა რამდენიმე კვირიანი სამართლებრივი პროცესის შემდეგ, როცა სასამართლომ საბოლოოდ დაადასტურა საქართველოს მოქალაქეთა ქვეყნიდან გაძევების გადაწყვეტილება.

სიახლეები

არქიმანდრიტ ილია თოლორაიას მღვდელმოქმედების უფლება აუკრძალეს

საქართველოს საპატრიარქოს Facebook გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, არქიმანდრიტ ილია თოლორაის მღვდელმსახურება აეკრძალა, "ვიდრე არ...

ბოკუჩავა-ივანიშვილის რეჟიმის პირობებში, საქართველოს EU-ში მომავალი არ აქვს

გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ამავდროულად ძალიან მძიმე ანგარიში გამოქვეყნდა. ასევე, იყო მარტა კოსისა და...

როგორ ვუმკურნალოთ მუნს-NCDC-ის რეკომენდაცია

მუნი ყოველწლიურად არის, მატება არ შეინიშნება, ყველას შეიძლება დაემართოს და საპანიკო არაფერია - განცხადება...

დაკავებულია დავით მიქაძის დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე

დაკავებულია ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული დავით მიქაძის დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე. თავად...