მთავარისიახლეებიმსოფლიო„მეტი აღარ შემიძლია ამ ქალთან მუშაობა“ - როგორ მოშალა მერკელმა გერმანიის შს...

„მეტი აღარ შემიძლია ამ ქალთან მუშაობა“ – როგორ მოშალა მერკელმა გერმანიის შს მინისტრი

Published on

გერმანიის შს მინისტრი, ბავარიის „ქრისტიანულ-სოციალური კავშირის“ თავმჯდომარე ჰორსტ ზეეხოფერი სკეპტიკურად აფასებს თავისი მუშაობის პერსპექტივებს გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან.
ამის შესახებ გერმანული გამოცემა Welt am Sonntag იუწყება. 
 
„მეტი აღარ შემიძლია ამ ქალთან მუშაობა“, – განაცხადა ჰორსტ ზეეხოფერმა „ქრისტიანულ-სოციალური კავშირის“ წევრებთან ბუნდესტაგში შეხვედრაზე.
 
როგორც გამოცემა Welt am Sonntag წერს, გერმანიის შს მინისტრმა აღნიშნული ფრაზა სულ მცირე ორჯერ გაიმეორა. 
 
„ქრისტიანულ-სოციალურ კავშირსა“ და „ქრისტიანულ-დემოკრატიულ კავშირს“ შორის კონფლიქტი არალეგალური მიგრაციის პრობლემის გადაჭრას უკავშირდება. გერმანიის კანცლერი და „ქრისტიან-დემოკრატები“ ამ პრობლემის გადაჭრას ევროკავშირის დონეზე უჭერენ მხარს, ხოლო ბავარიის „ქრისტიანულ-სოციალური კავშირი“ დაჟინებით ითხოვს, რომ დოკუმენტების გარეშე მიგრანტები ან ის პირები, რომლებსაც გერმანიაში თავშესაფარზე უარი ეთქვათ, გერმანიის საზღვარიდან გააბრუნონ. 

სიახლეები

ძმები ფეიქრიშვილების დედა ივანიშვილს მიმართავს

დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დედა, ნინო აბრამიშვილი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და...

მათი დღეები დათვლილია! – ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნებისთვის“ სუბიექტურად უფრო მომგებიანი იქნებიდა არსებული პოლიტიკური სპექტრისა...

დავით ფეიქრიშვილს სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული – ადვოკატი

ტყუპების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების ადვოკატი პაატა გოგიაშვილი „პირველებთან“ საუბარში აცხადებს, რომ დავით ფეიქრიშვილი...

პარტიების აკრძალვის სარჩელი კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტს ეწინააღმდეგება – TI

კონსტიტუციური სარჩელი, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში საქართველოში დასრულდება პოლიტიკური პლურალიზმი და საარჩევნო დემოკრატია, ვერ აკმაყოფილებს...