მთავარისიახლეებიპოლიტიკათეონა ქარდავა: „მერიამ უარი გვითხრა კარვების გაშლაზე და ამიტომ შიმშილობას ოფისის აივანზე...

თეონა ქარდავა: „მერიამ უარი გვითხრა კარვების გაშლაზე და ამიტომ შიმშილობას ოფისის აივანზე დავიწყებთ“

Published on

ზუგდიდში პოლიტიკურმა ორგანიზაცია "პატრიოტთა ალიანსმა" დღეს ოფისი გახსნა. პარტიის ერთ-ერთი მხარდამჭერის თეონა ქარდავას განცხადებით, დაგეგმილია შიმშილობის აქციის დაწყება ზუგდიდში. საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ზუგდიდის ოფისი იმ მოშიმშილეებს უცხადებს სოლიდარობას, რომლებიც რამდენიმე დღეა თბილისში, მთავრობის სახლის წინ შიმშილობენ. ქარდავას განცხადებით, ქალაქ ზუგდიდის მერიამ უარი განაცხადა ქალაქის ცენტრში კარვების გაშლის ნებართვის გაცემაზე. ამის გამო, ქარდავას განცხადებით, ისინი შიმშილობის აქციის დაწყებას პარტიის ოფისის აივანზე აპირებენ. თეონა ქარდავას განცხადებით, საწყის ეტაპზე შიმშილობას პარტიის 4 მხარდამჭერი დაიწყებს, თუმცა დაგეგმილია მოშიმშილეთა რიცხვი გაზრდა.თეონა ქარდავას განცხადებით, მან დღეს პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ზუგდიდის წარმომადგენლობა. მიზეზად ქარდავა მარტვილსა და საგარეჯოში "გაყალბებულ" შუალედურ არჩევნებს ასახელებს.თეონა ქარდავას განცხადებაზე, რომ ქალაქის მერიამ უარი განაცხადა კარვების გასაშლელად, ოფიციალური განცხადებით ქალაქ ზუგდიდის მერია გამოეხმაურა, სადაც აღნიშნულია, რომ

"ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში 12 ნოემბერს შემოვიდა ,,პატრიოტთა ალიანის“  წერილი, რითაც საინიციატივო ჯგუფი ითხოვდა შიმშილობის აქციის გამართვას. ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლების რეალიზებას, ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს წინასწარ გაფრთხილებას. აღნიშნულზე ქალაქის მერია რაიმე სახის იფიციალურ ნებართვას არ გასცემს. იგი მხოლოდ ითანხმებს აქციის გამართვის ადგილს.

ზემოაღნიშნულ წერილზე ქალაქის მერიამ კანონმდებლობით დადგენილ ვადებში მოახდინა რეაგირება, რაც გამოიხატა ოფიციალური წერილით საინიციატივო ჯგუფისადმი მიმართვაში, სადაც აღნიშნულია აქციის გამართვისათვის არსებული ყველა სამართლებრივი საფუძვლის არსებობაზე.  შესაბამისად, ქალაქ ზუგდიდის მერია წინააღმდეგი არ არის, აქციის მსურველთა ნების  გათვალისწინებით, საპროტესტო აქცია გაიმართოს ქალაქის ცენტრალურ ბულვარში. რაც შეეხება კარვის გაშლას, მსგავს მოთხოვნა აქციის ორგანიზატორებს წერილში არ დაუფიქსირებიათ."- ნათქვამია განცხადებაში.

ამ დრომდე უცნობია, თუ ვინ უხელმძღვანელებს საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ზუგდიდის ოფისს.

სიახლეები

შსს-ს თანამშრომელის მიერ ცეცხლსასროლი იარაღით ჩადენილი სუიციდზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომელმა პირად ავტომობილში, მის საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა...

ელისო კილაძეს და კიდევ ხუთ პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

ე.წ. ქოლცენტრების საქმის პროკურორის, მარიამ ბერძენიშვილის განცხადებით, ბრალდებულმა ელისო კილაძემ ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის გარდა ყველა ბრალდებულთან...

ევროკავშირის ახალი დოკუმენტი საქართველოს ტერიტორიიდან რუსული ჯარის გაყვანას მოითხოვს

Radio Free Europe/Radio Liberty-ს მიერ ნანახი ევროკავშირის ახალი დოკუმენტი იმ დათმობების შესახებ, რომლებიც რუსეთმა...

ოცნების დეპუტატი-კაია კალასი საქართველოს დაუძინებელი მტერია

კაია კალასი საქართველოს მოწინააღმდეგე ადამიანია. სხვა განცხადებებს როგორს აკეთებს? - საქართველოს საწინააღმდეგოს. კაია კალასს...