მთავარისიახლეებისაზოგადოება"ფორმულას" თანამშრომელი, ცირა ჟვანია დააკავეს

“ფორმულას” თანამშრომელი, ცირა ჟვანია დააკავეს

Published on

პოლიციამ “ფორმულას” კიდევ ერთი თანამშრომელი დააკავა – ცირა ჟვანია, რომელიც ტელეკომპანიის სოციალური მედიის განყოფილებაში მუშაობს, სავარაუდოდ, გზის გადაკეტვის საბაბით აიყვანეს.

აქტივისტს პოლიცია საცხოვრებელ სახლთან დახვდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროტესტის შემზღუდავი კანონის აღსრულება 19 ოქტომბერს დაიწყო. შესაბამისად მოქალაქეებს გზის გადაკეტვისა და სახის დაფარვის საბაბით აკავებენ.

დაკავებულების ნაწილს რამდენიმედღიანი პატიმრობა შეუფარდეს, მათ შორის, მედიის წარმომადგენლებიც არიან. “ფორმულას” ჟურნალისტს, ქეთა ციცქიშვილს მოსამართლემ 5 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, ვახო სანაია 6 დღით გაუშვეს ცუხეში.

დღეს დილით დააკავეს, აქტივისტი კონსტანტინე (კოკო) მიქაია. ასევე ხელბორკილები დაადეს მის მამას, კახა მიქაიას.

დადასტურდა ინფორმაცია, რომ გეკა გელაძის უწყებამ დააკავა მწერალი, ბექა ქურხული.

სიახლეები

რუსეთში აფხაზ სტუდენტებს რუსულ ჯარში გაწვევა ემუქრებათ

რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე აფხაზი სტუდენტები, რომლებსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ, მოულოდნელად რუსეთის არმიაში გაწვევის...

პენიტენციური უარყოფს, რომ ციხეში ახლა უკვე მეორე ძმა ფეიქრიშვილსაც სცემეს

ძმებ ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ დავითის შემდეგ, დღეს ციხის საკანში მისი მეორე შვილი, გიორგი...

წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილის ცხედარი იპოვეს

ოკუპირებული აფხაზეთის დაბა წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, კარიერნაიას ქუჩაზე, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილი ბიჭის ცხედარი აღმოაჩინეს. 24...

„ამ ინტერვიუს აუცილებლად უნდა უყუროთ“ – აიან შარიფბაიევი ზელენსკის 

ყაზახი ჟურნალისტი და პოლიტიკური მიმომხილველი: "თქვენ აუცილებლად უნდა ნახოთ ზელენსკის ეს ინტერვიუ სტივენ ბარტლეტთან. კამერის წინ...