მთავარისიახლეებიპოლიტიკა"მთელი განცხადება აგებულია სიცრუეზე"- მიხეილ სააკაშვილი

“მთელი განცხადება აგებულია სიცრუეზე”- მიხეილ სააკაშვილი

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 10 არასამთავრობო ორაგანიზაციის განცხადებას ეხმაურება. არასამთავრობოთა კოალიცია "არა ფობიას" მიხეილ სააკაშვილის მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებს, დისკრიმინაციულს უწოდებს. მიხეილ სააკაშვილი განცხადებას "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ავრცელებს და წერს: "აი ეს არასამთავრობო,  არა მხოლოდ რუსეთს და კადიროვის ჩეჩნეთს "იცავს" ჩემგან, არამედ ამ "დაცვაში" ნათლად გამოსჭვივის ქართველი ერის, როგორც მრავალეთნიკური ერთობის მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა."მთელი განცხადება აგებულია სიცრუეზე და ყველაფრის უკუღმა წარმოდგენაზე. ტექსტის შემადგენლებისგან შეგნებულადაა ამოღებული კადიროვი და ამით ცდილობენ ჩემს მიერ ნათქვამი აზრის დამახინჯებას.
"ხაზგასმით ვიმეორებ – კადიროვის ჩეჩნეთი არის ისეთივე საშიში, როგორც პუტინის კაცთმოძულე მმართველობა."ის, რომ რუსეთიდან ჩამოყვანილი აფერისტი შალელაშვილი საქართველოს პარლამენტში არ უნდა იჯდეს და ჩვენ ქვეყანას არ უნდა ძარცვავდეს,და,რომ ის თავისი ეთნიკური წარმომავლობის ხაზგასმით, ვერ მოიპოვებს უფლებას, დაკავდეს საეჭვო საქმიანობით, სრულიად ნათელია ყველასთვის,ვისაც ობიექტურობის ნატამალი გააჩნია.განცხადება დაწერილია არაკეთილსინდისიერად და არაფერი აქვს საერთო რეალობასთან,"-წერს მიხეილ სააკაშვილი.

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...