მთავარისიახლეებიპოლიტიკაობამამ პუტინს მოუწოდა გაიყვანოს ჯარები დონბასიდან

ობამამ პუტინს მოუწოდა გაიყვანოს ჯარები დონბასიდან

Published on

სააგენტო  Associated Press თეთრი სახლის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში გამართულ კულუარულ შეხვედრაზე   აშშ პრეზიდენტმა  ბარაქ ობამამ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მოსთხოვა შეწყვიტოს სეპარატისტთა მხარდაჭერა  და გაიყვანოს ჯარები დონბასიდან. 

რაც შეეხება შეხვედრაზე განხილულ სხვა ძირითად საკითხებს, პრეზიდენტები თანხმდებიან იმაში, რომ სირიაში დროებითი დაზავება უნდა მოხდეს და შესაბამისი მოლაპარაკებები კონფლიქტის მხარეებს შორის გაეროს ეგიდით წარიმართოს.

გარდა ამისა, თეთრი სახლი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ობამა მიესალმა ერთობლივ  ძალისხმევას და სოლიდარობას  ,,ისლამური სახელმწიფოს'' წინააღმდეგ ბრძოლაში  და მოუწოდა რუსეთს სწორედ ამ დაჯგუფებასთან ბრძოლაზე  მოახდინოს კონცენტრირება.

,,ინტერფაქსი" რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის იური უშაკოვის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ობამამ და პუტინმა განიხილეს ,,ისლამურ სახელმწიფოსთან'' ბრძოლის სტარატეგიული საკითხები: კრემლის ინტერპრეტაციით, ამაში აშშ- სა და რუსეთის  სტრატეგიები ახლოსაა ერთმანეთთან, მაგრამ ტაქტიკა უწინდებურად მკვეთრად განსხვავებულია. 

აშშ პრეზიდენტმა უკრაინაზე საუბრისას კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ  ცალსახად უჭერს მხარს მინსკის შეთანხმებების რეალიზაციას – მძიმე შეიარაღების გაყვანას, მძევლების განთავისუფლებას და მშვიდობის აღდგენას რუსეთსა და უკრაინას შორის საერთაშორისო საზღვარზე – აცხადებს თეთრი სახლის წარმომადგენელი. 

შეგახსენებთ, გუშინ ანტალიაში მიმდინარე დიდი ოცეულის სამიტის კულუარებში გამართულმა შეხვედრამ აშშ და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტებს შორის დაახლოებით ნახევარი საათი გასტანა. ადრე  გავრცელებული ცნობით, მათი შეხვედრა დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში არ იგეგმებოდა 

 

 

 

 

 

 

 

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...