მთავარისიახლეებისაზოგადოებასასამართლომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ ანა დოლიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა

სასამართლომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ ანა დოლიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა

Published on

საქალაქო სასამართლო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის სარჩელის განხილვა დასრულდა. საქმე მოსამართლე ხატია არდაზიშვილმა განიხილა.ანა დოლიძემ საბჭოს მას შემდეგ უჩივლა, რაც ის მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესიდან 14-მა მოსამართლემ აიცილა.მისივე თქმით, კანონით საბჭოს არ ჰქონდა უფლება, რომ ის გასაუბრების პროცესიდან აეცილებინა. დოლიძის უფლებებს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" იცავს. მოპასუხე კი იუსტიციის უმაღლესი საბჭოა. ანა დოლიძე ამბობს, რომ მისი კონსტიტუციური უფლება დაირღვა.პროცესის დაწყებისას, ბრალდების მხარემ წერილობითი განცხადებები წარმოადგინა, სადაც მედიასაშუალებებით გავრცელებული დოლიძის კომენტარები იყო წარმოდგენილი. ადვოკატმა მიხეილ ჯახუამ სხდომაზე განაცხადა, რომ დოლიძის მიერ გაკეთებული ეს განცხადებები იყო ზოგადი, კრიტიკული განცხადებები სასამართლო სისტემის შესახებ და არ ეხებოდა რომელიმე კონკრეტულ პირს.სხდომის მიმდინარეობისას ანა დოლიძემ საკუთარი პოზიცია წარმოადგინა. მან იუსტიციის საბჭოს ფუნქციას გაუსვა ხაზი, მათ შორის იმას, რომ წევრებს აქვთ გამოხატვის თავისუფლება და მოვალეობა- გამოავლინონ სისტემის ხარვეზები. მისივე თქმით, ყველა აცილება ერთმანეთს ჰგავს შინაარსით და არგუმენტებით- დაუსაბუთებელია და საფრთხეს უქმნის აცილების უფლების ბოროტად გამოყენებას.იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი დავას სააპელაციო სასამართლოში გააგრძელებს.პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ანა დოლიძე 8 იანვარს დანიშნა.

სიახლეები

ბათუმში კატერების შეჯახების შედეგად 5 ადამიანი დაშავდა

ბათუმში ორი კატერი ერთმანეთს დაეჯახა. შეჯახების შედეგად დაშავდა 5 ადამიანი. ადგილობრივი მედია აჭარა თაიმსის ინფორმაციით,...

საქართველომ წელს ყველაზე მეტი, 15 მილიონამდე ღირებულების პურ-ფუნთუშეული რუსეთისგან იყიდა

საქართველომ წელს ყველაზე მეტი პურ-ფუნთუშეული რუსეთისგან იყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატზე დაყრდნობით გამოცემა ბიზნესპრესნიუსი...

უკრაინამ სოჭში ნავთობბაზა დაბომბა

უკრაინამ სოჭში Лукойл-ის ნავთობბაზა დაბომბა. ინფორმაცია და ამის ამსახველი კადრები ადგილობრივ Telegram-არხებში ვრცელდება. მათივე...

აგვისტოში თევზეული, ხორცი და ხორცის პროდუქტები 9.8%-ით გაძვირდა-საქსტატი

საქსტატი აგვისტოში თევზეული, ხორცი და ხორცის პროდუქტები 9.8%-ით გაძვირდა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წლიური ინფლაციის...