მთავარისიახლეებისაზოგადოებაშეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით - მარია ტელალიანი

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

Published on

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია კვლავ აგრძელებს ქვეყანაზე მონიტორინგს და შეშფოთებას გამოთქვამს ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავების გამო.

ასევე, მარია ტელალიანის განცხადებით, აშშ-ში FARA-სთან დაკავშირებით არსებობს სხვადასხვა დამცავი ბერკეტები, ხოლო საქართველოში ეს კანონი არასამთავრობო ორგანიზაციების უფლებებს ზღუდავს.

ეუთო/ოდიერი აგრძელებს საქართველოში არსებული ვითარების ყურადღებით მონიტორინგს FARA-ს კანონმდებლობის, უცხოური გავლენის შესახებ კანონის გამჭვირვალობის, ასევე გრანტების შესახებ საქართველოს კანონში მიღებული უახლესი ცვლილებების შესახებ.

ჩვენ გამოვთქვამთ ჩვენს ღრმა შეშფოთებას, რადგან ისინი მოიცავს სასჯელაღსრულების ზომებს და საბოლოოდ შეუთავსებელია საერთაშორისო ადამიანის უფლებების სტანდარტებთან და სერიოზულად აფერხებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ლეგიტიმურ მუშაობას.

ჩვენ ასევე შეშფოთებულები ვართ პოლიტიკური წარმომადგენლების ბოლოდროინდელი დაპატიმრებებით და მისი გავლენით საქართველოში დემოკრატიაზე.

[…]

არგუმენტი რაც ხშირად მესმის, თითქოს FARA საქართველოში ზუსტად დაკოპირებულია აშშ-ის FARA-დან. ვერ დაგეთანხმებით. ჩვენ რა თქმა უნდა შევისწავლეთ აშშ-ში FARA და მინდა გითხრათ, რომ ამ კანონთან დაკავშირებით არსებობს სხვადასხვა დამცავი ბერკეტები, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, კანონი, რომელიც მიიღეს, გასული წლის კანონთან ერთად, კიდევ ერთხელ ზღუდავს არასამთავრობო ორგანიზაციების უფლებებს, გავლენას ახდენს სამოქალაქო საზოგადოების სრულფასოვან და ეფექტურ მუშაობაზე და ამცირებს იმ სივრცეს, რომელშიც ისინი მოქმედებენ.

ჩვენ გქონდა შეხება ქართულ მხარესთან ამ კანონთან დაკავშირები, რომ საბოლოო მიღებამდე მის შეფასებაში დახმარება მოეთხოვათ. ეს არის ჩვენი მანდატი, რომ დავეხმაროთ სახელმწიფოებს, როდესაც იღებენ კანონებს, რომლებიც ეუთოს ვალდებულებებს არ შეესაბამება. რა თქმა უნდა, ჩვენი მცდელობებისა და დახმარებასთან დაკავშირებით ჩემი პერსონალური მოთხოვნების მიუხედავად, კანონი საბოლოოდ მაინც მიიღეს,” – განაცხადა მარია ტელალიანიმ.

სიახლეები

F-15-ის პილოტის გადასარჩენად – აშშ-ის უნიკალური ღამის ოპერაცია მტრის ზურგში

ოთო კონჯარია აშშ-ს შეიარაღებულმა ძალებმა ბრწყინვალე, წარმოუდგენლად რთული ოპერაცია ჩაატარა და ირანის ტერიტორიიდან ჩამოგდებული...

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან სადიგოვს საქართველოდან აძევებენ

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან სადიგოვს, რომელიც ფეისბუქზე პოლიციის შეურაცხმყოფელი პოსტის გამოქვეყნების გამო თბილისში დააკავეს, სასამართლო...

ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ტიკტოკერს 20 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ „ტიკტოკერს“, თეკლა გერსამიას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - მას...

სეს აცხადებს, რომ ზუგდიდში ყველა ძაღლი დააბრუნა, ადგილობრივებს კი კითხვები აქვთ

ზუგდიდში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დამატებით 17 ძაღლი დააბრუნა. და უწყების ინფორმაციით, ქალაქიდან წაყვანილი ყველა,...